კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

მედიკობიოლოგიურ სამეცნიერო–კვლევით ცენტრ “ალექსის”–ში ჩვენ გვაერთიანებს ერთი მისია – ინოვაციური მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების შექმნა, რათა უსაფრთხოდ და ეფექტურად იქნას თავიდან აცილებული ან დაძლეული სხვადახსვა მძიმე დაავადებები და ადამიანებს დავუბრუნოთ განახლებული, ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლის იმედი.

ჩვენი კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსა და სხვა ქვეყნების კლინიკებთან, შემდეგ თერაპიულ დარგებში: ინფექციური დაავადებები, ონკოლოგია, იმუნოლოგია, უროლოგია, დერმატოლოგია, სქესობრივი დარღვევები, გერონტოლოგია და სხვა .

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მეცნიერული ინტელექტი, მისი ხალხური მედიცინის გამოცდილება, მრავალფეროვანი სამკურნალო ფლორა და თანამშრომლობა სამეცნიერო საზოგადოებასთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან და კლინიკებთან მთელს მსოფლიოში, საშუალებას მოგვცემს შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი სხვადასხვა დაავადებების ბიოლოგიური მკურნალობის ახალი ერის განვითარებაში.

​თუ თქვენ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით, დაგვიკავშირდით თქვენი წინადადებებით. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისათვის.

​პატივისცემით,

გიორგი ალექსიძე
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
მედიკობიოლოგიური სამეცნიერო–კვლევით ცენტრი “ალექსის“–ის
სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, დამფუძნებილი და პრეზიდენტი

 

დააჭირეთ აქ: ბიოგრაფია პროფ. გიორგი ალექსიძის