top of page

პროფესორი გ. ი. ალექსიძე

კომპანია “ალექსის”–ის პრეზიდენტი და მთავარი სამეცნიერო ხელმძღვანელი.

Giorgi Alexidze Photo.JPG

 

 

 

 

გვარი: ალექსიძე
სახელი: გიორგი
განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, 1976 წ.
საკანდიდატო დისერტაცია: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, 1986 წწ.
სადოქტორო დისერტაცია: მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი, თბილისი, 1997 წ.
160–ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ორი წიგნისა და 12 გამოგონების ავტორი.


სამეცნიერო კარიერა

1973–1975. უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნეიროქიმიის ლაბორატორია ლაბორატორია, თბილისი.
1975–1980. უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია, თბილისი.
1980–1986 . რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის მცენარეთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი.
1986–1994. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტი, თბილისი, საქართველო.
1994–1999 . ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფიზიოლოგიურად აქტიური ნაერთებისა და ბიომედიცინის ლაბორატორიის ხელმღვანელი, თბილისი, საქართველო.
1999–2004. სრული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე, თბილისი, საქართველო.
2004-20015 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოტექნოლოგიაში სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
2000 წლიდან დღემდე – მედიკო–ბიოლოგიური სამეცნიერო–კვლევით ცენტრის “ალექსის“–ის მფლობელი და პრეზიდენტი.

 

სამეცნიერო ინტერესები

საქართველოს ფლორის ახალი ანტიკარცენოგენული, იმუნომოდულატორული, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური დ სხვა ბუნებრივი პეპტიდების კვლევა. მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებების, ბიოლოგიური აქტივობის, მოქმედების მოლეკულური მექანიზმების შესწავლა, იდენტიფიკაცია და წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდები ახალი ინოვაციური პრეპარატების შექმნის მიზნით.

წოდებები და ჯილდოები, პროფესიული საზოგადობების წევრობა


1998 წლიდან – საქართველოს ბიოქიმიური საზოგადოების წევრი.
2000 წლიდან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2001 წლიდან – საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
2003 წელს – დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.
2002 წლიდან – საკონტინენტთაშორისო სამედიცინო და სოციალური
აკადემიის (IAMSS) წევრ–კორესპონდენტი.

bottom of page