ჩვენი ინოვაციები
ჩვენი კომპანიის მეცნიერებს აერთიანებს ერთი მისია –
ინოვაციური ახალი სამკურნალო პრეპარატების,
მკურნალობის მეთოდებისა და სადიაგნოსტიკო
საშუალებების აღმოჩენა და შემუშავება.
მისია მოწოდებულია ჩვენი დროის ყველაზე საჭირბოროტო
სამედიცინო მოთხოვნილებების გადასაჭრელად, რათა
ადამიანებს მიეცეს ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის
იმედი.
კომპანია „ალექსის“- ი არის პირველი, რომელიც იყენებს
მცენარეული წარმოშობის ბუნებრივ პეპტიდებს
ინოვაციური სამკურნალო პრეპარატების შესაქმნელად და
რომელთაც არ გააჩნიათ ანალოგები მსოფლიოში.
ჩვენი მიერ შექმნილი მცენარეული წარმოშობის პეპტიდები – ეს არის უსაფრთხო და მაღალეფექტური ბუნებრივი სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის საკუთარ შესაძლებლობებს და ბრძოლისუნარიანობას სხვა დაავადებებთან საბრძოლველად.
საქართველოს გააჩნია ძალზე მდიდარი ფლორა, რომელიც მოიცავს ასევე ენდემურ მცენარეებს. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ბიოლოგიურად აქტიური პოლიპეპტიდებისა და პეპტიდების იდენტიფიცირებაზე ეკოლოგიურად სუფთა მცენარეებიდან, რომლებიც ცნობილნი არიან თავისი სამკურნალო თვისებებით და ოდითგანვე გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში საქართველოში საუკუნეების მანძილზე.
ჩვენი მკვლევარების მიერ გამოვლენილი ინოვაციური მცენარეული პეპტიდები, რომლებიც, კარგად ცნობილი ცხოველთა და ადამიანის ციტოკინების მსგავსად, ავლენენ ანტიკარცენოგენულ, იმუნომოდულატორულ, ანტიმიკრობულ, ანტივირუსულ, ანტიოქსიდანტურ, ფიბრობლასტების მასტიმულირებელ და ანტიანგიოგენურ აქტივობას, ასევე სხვა ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიურ თვისებეს.
კომპანიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მკვლევარები შეიმუშავებენ და იყენებენ ახალ მიდგომებს და ტექნოლოგიებს (ნოუ–ჰაუ), რომლებიც იძლევა შესაძლებლობას მიზანმიმართულად, ლოგიკურად და რაციონალურად იქნას გამოვლენილი ინოვაციური მცენარეული არატოქსიკური მულტი ბიოლოგიუი აქტივობის პოლიპეპტიდები-პეპტიდები.
კომპანის „ალექსის”-ის სტრატეგიაა მსოფლიო და ჩვენი მოწინავე მეცნიერების გამოცდილების გამოყენება, თანამშრომლობა აკადემიურ მეცნიერებასთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან და კლინიკებთან მთელს მსოფლიოში.
ჩვენი მიერ შექმნილმა ბუნებრივმა, პეპტიდური ბუნების მქონე პრეპარატების უმრავლესობამ გაიარა წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდები და აჩვენა, რომ ისინი უსაფრთხონი არიან და გააჩნიათ მაღალი თერაპიული აქტივობა და წარმატებით გამოიყენებიან ისეთი მძიმე დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კიბო, ლეიკემია, ტუბერკულოზის, კანის კიბო, სკლეროდერმია, ფსორიაზი, С ჰეპატიტი, ციროზი, წყლულოვანი დაავადებები, ჰერპესი, ზოსტერჰერპესი, სხვა ვირუსული, და ასევე აუტოიმუნური დაავადებები, პროსტატიტი, ქრონიკული ნეფრიტის, ნერვის ქრონიკული ანთება, სქესობრივი დარღვევები, დაქვეითეული პოტენცია, ომპოტენცია, უნაყოფობა, ნაადრევი დაბერება (გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემები) და სხვა დაავადებები.