top of page

მოკლედ GA-40-ის შესახებ

ხალი იმუნოთერაპიული და ანტიკანცენოგენური პრეპარატი GA-40

წამოადგენს ერთ–ერთ ჩვენს მიერ დაპატენტებულ სამკურნალო

საშუალებას. ის წარმოადგენს ბიოქიმიური და ქრომატოგრაფიული

მეთოდებით იდენტიფიცირებულ პეპტიდების სტანდარტიზებულ

კომბინაციას. სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება უფერო საინექციო

ხსნარის სახით.

იმუნოთერაპიული  საშუალება გა-40 არის იმუნომოდულატორი და მიეკუთვნება  იმუნოკორექტორების კლასს. გა-40, როგორც იმუნოკორექტორი  აღადგენს  ორგანიზმის დარღვეულ იმუნურ სისტემას. კერძოდ გა-40 ახდენს დაქვეითებული იმუნიტეტის (იმუნოდეფიციტები) - გაძლიერებას, ხოლო ზედმეტად მაღალი - აგრესიული იმუნიტეტის (ავტოიმუნური დაავადებები) შემთხვევაში განაპირობებს მისი მაჩვენებლების ნორმალიზაციას და სწორ მოქმედებას. გა-40 ახასიათებს  პირდაპირი ანტისიმსივნური სელექტიური მოქმედება მხოლოდ კიბოს უჯრედებზე და ახდენს მათ პროგრამირებულ სიკვდილს - აპოპტოზს. პარალელურად გა-40 ახასიათებს არაპირდაპირი, იმუნიტეტით და ანტიანგიოგენური თვისებებით განპირობებული ანტისიმსივნური  მოქმედება   სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედებზე. 


GA-40 დაპატენტებულია (პატენტი საქართველოში – P 2256); (ევროპატენტი – WO2009136805A1).

გამომგონებელი და პატენტის მფლობელი: გიორგი იაგოს-ძე ალექსიძე

 

სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოში - სერთიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი: № R- 014515; № R-015768., იმუნომოდულატორი - კოდი LO3A, სიმსივნის საწინააღმდეგო - L01C.

სახელმწიფო რეგისტრაცია უკრაინაში - სერთიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი: № UA/6435/01/01, იმუნომოდულატორი - კოდი LO3A; სიმსივნის საწინააღმდეგო - კოდი L01C

სახელმწიფო რეგისტრაცია ყირგიზეთში - სერთიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი: ser. P-2019-583 KP, № 7770, იმუნომოდულატორი - : კოდი LO3A; სიმსივნის საწინააღმდეგო - : კოდი L01C.

რუსეთის ფედერაცია – მიღებულია წინა სარეგისტრაციო სერთიფიკატი RegNx: 114917 RegWorkNx: 55746 AS.

 

GA-40 –მა გაიარა წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდები შემდეგ ორგანიზაციებში:

სამედიცინო–ბიოლოგიური სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი – კომპანია «Alexis» შპს.

ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ექსპერიმენტული კვლევითი ინსტიტუტი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის N 1 კანისა ვენერიულ სნეულებათა დისპანსერი.

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიის, ონკოლოგიისა და რადიობიოლოგიის ინსტიტუტი.

უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის კათედრა.

ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ჩერნოვცი, უკრაინა.

უკრაინის სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიური ცენტრი, უკრაინა.

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პალადინის სახელობის უჯრედული სასიგნალო მექანიზმების ლაბორატორია.

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ფიზიკური ქიმიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი, რუსეთის ფედერაცია.

რუსეთის ფედერაციის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის განყოფილება, რუსეთის ფედერაცია.

ფარმაცევტული კომპანია  ოცუკა, იაპონია.

ტოკუშიმას უჯრედული ტექნოლოგიების ინსტიტუტი, იაპონია.

ფუჯის წინაკლინიკური კვლევების მემორიალური ინსტიტუტი, ბივაკო, იაპონია.

ახალი პრაპარატებისა და უსაფრთოების შეფასების კვლევების ინსტიტუტი, ტოკუშიმა, იაპონია.

ვაშინგტონის უნივერსიტეტი, სამედიცინო სკოლა, კიბოს კვლევების ლაბორატორია, პათოლოგიის განყოფილება, სიეტლი, აშშ.



                                 რა განაპირობებს GA-40-ის უნიკალურობას და მაღალ სამკურნალო ეფექტურობას ?

 

GA-40 მაღალ სამკურნალო ეფექტურობას და უნიკალურობას განაპირობებს მისი ორგანიზმზე აბსოლუტური უსაფრთხო მოქმედება და იმავდროულად 7 ძლიერი თერაპიული ეფექტის გამოვლინება, რომელთაგან 5 განპირობებულია მძლავრი ანტისიმსივნური შეტევით სიმსივნურ წარმონაქმნზე და 2 - ორგანიზმის დამცველი და აღმდგენელი - ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციური თვისებით.


                                                                       GA-40 ორგანიზმისათვის სრულიად უსაფრთხოა.

GA-40 -ის კლინიკაში გამოყენების 20-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის არ არის ტოქსიკური, არ გააჩნია უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები, 40-ჯერადი თერაპიული დოზის გამოყენების პირობებშიც კი სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისათვის.

                                       

 GA-40 კიბოს უჯრედებზე ახორციელებს შეტევას ერთდროულად 5 განსხვავებული მექანიზმით:

 

1. GA-40 გამოირჩევა შერჩევითობით თავის მოქმედებაში. კერძოდ, მოქმედებს მხოლოდ კიბოს უჯრედებზე და იწვევს  მათ დესტრუქციას აპოპტოზის გზით (უჯრედის პროგრამირებული სიკვდილი).


 

 

 

2. GA-40 პირდაპირ მოქმედებს ადამიანის მიელოიდურ ლეიკემიის უჯრედებზე (ბლასტებზე) და იწვევს მათ გარდაქმნას ნორმალურ მიელოიდურ უჯრედებად.

3. GA-40 ააქტიურებს ადამიანის პერიფერიალური სისხლის მონონუკლეალურ უჯრედებს და ასტიმულირებს მათ მიერ სიმსივნის ნეკროზის ალფა ფაქტორის (TNF-α) და ინტერფერონის გამა (INF-Y) გენების აქტივაციას, შესაბამისად ამ ორი ცოტოკინების სინთეზს და სეკრეციას ორგანიზმში. ეს ციტოკინები, ამოიცნობენ, სპეციფიკურად უკავშირდებიან ორგანიზმში არსებული სიმსივნური პირველადი კერის და მეტასტაზების კიბოს უჯრედებს, და ახდენენ მათ განადგურებას აპოპტოზის გზით.


 

 

 

 

 4. GA-40 ააქტიურებს ორგანიზმის უჯრედული იმუნიტეტის ციტოტოქსიკურ T-უჯრედებს, ბუნებრივ მკვლელ უჯრედებს (NK-უჯრედებს), იწვევს მონოციტების და ნეიტროფილების გარდაქმნას ციტოტოქსიკურ მაკროფაგებად. აქტივირებული ციტოტოკსიკური T-უჯრედები, NK-უჯრედები და ციტოტოქსიკური მაკროფაგები ამოიცნობენ, გარს ერტყმიან და შლიან ორგანიზმში არსებულ კიბოს უჯრედებს.


 

 

 

 

5. GA-40 გააჩნია ანტიანგიოგენური მოქმედება (ეფექტურობა 70%). პრეპარატი ამცირებს სისხლში სისხლძარღვების ეპითელიალური უჯრედების ზრდის ფაქტორის (VEGF) შემცვლობას, რაც იწვევს  სიმსივნურ წარმონაქმნში ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის ბლოკირებას, რის გამოც სიმსივნურ წარმონაქმნში კიბოს უჯრედებს არ მიეწოდებათ  ჟანგბადი, საკვები ნივთიერებები, მინერალური ნაერთები, და შესაბამისად  იწვევს სიმსივნური წარმონაქმნის დაშლას. GA-40-ით სიმსივნურ წარმონაქმნში სისხლის მიმოქცევის ბლოკირება აჩერებს სიმივნური წარმონაქმნიდან ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელებას სისხლის მიმოქცევის სისტემით და   მეტასტაზების გავრცელებას.

 

               

 

 

 

 

   GA-40-ის 7 ძლიერი თერაპიული ეფექტიდან 2-ის განმსაზღვრელია პრეპარატის დეტოკსიკაციის და ანტიოქსიდანტური მოქმედების უნარი.


 

GA-40 -ის დეტოკსიკაციური მოქმდების უნარი
6. GA-40 იწვევს ნეიტროფილებისა (NF) და მაკროფაგების (MF) ფაგოციტოზის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის შედეგად დაშლილი სიმსივნური უჯრედების ფრაგმენტებისა და დაგროვილი ტოქსინების აქტიურ შთანთქმას და მათ ნეიტრალიზაციას, გა-40-ით აქტივირებული ნეიტროფილებისა და მაკროფაგების მიერ. ასუფთავებს ორგანიზმს სხვადასხვა მიკრობებისაგან, ასუფთავებს სისხლს. ამგვარად, GA-40 უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ინტოკსიკაციისაგან, რომელიც როგორც წესი შეინიშნება ონკოავადმყოფებში ტრადიციული მეთოდებით მკურნალობისას.

GA-40 -ის ანტიოქსიდანტური მოქმედების უნარი
7. GA-40 გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური (თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციის უნარი) და შესაბამისად ციტოპროტექტორული და გენოპროტექტორული თვისებები. როგორც წესი თავისუფალი რადიკალები დიდი რაოდენობით წარმოიქმნება და გროვდება ორგანიზმში ქიმიო და რადიოთერაპიული მკურნალობის შედეგად. თავისუფალი რადიკალები იწვევენ უჯრედებში მუტაციებს და ახალი ტიპის სიმსივნის განვითარებას.

GA-40 გააჩნია ორგანიზმიდან მძიმე მეტალები გამოდევნის უნარი.


 

GA-40 კლინიკური ეფექტურობა


პირველი სტადია: ონკოპაციენტების GA-40-ით პერმამენტული და ხანგრძლივი მონოთერაპია, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის ზომა არ აღემატება 1 სანტიმეტრს, იწვევს სიმსივნის სრულ რეგრესიას და პაციენტის სრულ გამოჯანმრთლებას. თუ სიმსივნის ზომა აღემატება 1 სანტიმეტრს, GA-40-ით მკურნალობა ქირურგიულ ჩარევამდე კომბინაციაში ქიმიო ან რადიოთერაპიასთან უზრუნველყოფს ორგანიზმში არსებული ფარული მეტასტაზების რეგრესიას, სიმსივნის პირველადი კერის ზრდის სიჩქარის შენელებას, სტაბილიზაციას და სიმსივნის ნაწილობრივ რეგერესიას, ზომებში შემცირებით. GA-40–ის გამოყენება ქირურგიული ჩარევის შემდეგ პრაქტიკულად გამორიცხავს რეციდივის შემთხვევებს.

მეორე და მესამე სტადია: ონკოპაციენტების GA-40-ით მონოთერაპია, ან კომბინაციაში ქიმიო-და რადიოთერაპიასთან, იწვევს ფარული და ფიქსირებადი მეტასტაზების სრულ რეგრესიას, სიმსივნის პირველადი კერის ზრდის შეჩერაბას, ნაწილობრივ რეგრესიას და ლოკალიზაციას, რაც უზრუნველყოფს პაციენტის გადაყვანას ოპერაბელურ მდგომარეობაში. GA-40–ის გამოყენება ქირურგიული ჩარევის შემდეგ პრაქტიკულად გამორიცხავს რეციდივის შემთხვევებს. GA-40-ით პერმამენტული და ხანგრძლივი თერაპია კომბინაციაში ქიმიო- და რადიოთერაპიასთან ხშირ შემთხვევაში იწვევს სიმსივნის სრულ რეგრესიას და პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას.

მეოთხე სტადია: ტერმინალურ სტადიაზე, როდესაც ონკოპაციენტებს უწყდებათ ყოველგვარი მკურნალობა, GA-40-ით პერმამენტული და ხანგრძლივი მკუნალობა აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აუმჯობესებს მის ხარისხს.

GA-40  არა-სიმსივნური დაავადებათა მკურნალობა.

იმუნოთერაპიული  საშუალება გა-40 არის იმუნომოდულატორი და მიეკუთვნება  იმუნოკორექტორების კლასს. გა-40, როგორც იმუნოკორექტორი  აღადგენს  ორგანიზმის დარღვეულ იმუნურ სისტემას. კერძოდ გა-40 ახდენს დაქვეითებული იმუნიტეტის (იმუნოდეფიციტები) - გაძლიერებას, ხოლო ზედმეტად მაღალი - აგრესიული იმუნიტეტის (ავტოიმუნური დაავადებები) შემთხვევაში განაპირობებს მისი მაჩვენებლების ნორმალიზაციას და სწორ მოქმედებას. 

GA-40-ის მოქმედება, ორგანიზმის იერარქიულად ურთიერთდაკავშირებულ იმუნურ სისტემაზე ინიცირებს  მისი მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური ფუნქციების გამოვლენას, რომელიც საფუძვლად უდევს  GA-40-ის სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრს, მაღალ თერაპიულ ეფექტურობასა და უსაფრთხო მოქმედებას.

გარდა ონკოლოგიური დაავადებებისა გა-40, თავისი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. განსაკუთრებით მაღალი სამკურნალო ეფექტი გააჩნია იმ დაავადებებზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ორგანიზმის იმუნურ პასუხზე და ექვემდებარებიან იმუნოთერაპიას.

 

გა-40 შედგება სამკურნალო მცენარიდან იდენტიფიცირებული  სხვადასხვა ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე პეპტიდებისაგან. კერძოდ, გა-40-ის შემადგენლობაში შედის არა მარტო კიბოს უჯრედების დამშლელი პეპტიდი, არამედ იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტური, ანტიანგიოგენური, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამომდევნი და სხვა ფარმაკოლგიური თვისებების მქონე რეგულატორული პეპტიდები. შესაბამისად გა-40-ის, როგორც პეპტიდების კომპლექსის, სამკურნალო თვისებების მრავალფეროვნებას განაპირობებს მისი შემადგენელი  პეპტიდების განსხვავებული ფარმაკოლოგიური თვისებები.

 

კლინიკურმა და წინასწარმა კლინიკურმა გამოცდებმა გამოავლინეს, რომ გა-40-ის გამოყენება რეკომენდირებულია მონოთერაპიის სახით, ან კომპლექსური თერაპიის დროს. იმუნოდეფიციტების, ავტოიმუნური და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების შემთხვევებში: ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ვირუსული (A,В, С, D,  B+ C, F.) და ალკოგოლით გამოწვეული ჰეპატიტები, ციროზი,  პროსტატიტი, ტუბერკულოზი,  გლომერულონეფრიტი და სხვა.

 

წინასწარი მონაცემებით, გა-40-ით ძირითადი დაავადების მკურნალობის ფონზე, დაფიქსირებულია უსაფრთხო  და მაღალი სამკურნალო ეფექტი შემდეგ  დაავადებებზე:

 

  • ავტოიმუნური : სკლეროდერმია, აუტიზმი, პარკინსონი, ალცჰეიმერი.

  • ალერგიული : ბრონქიალური ასთმა და სხვა. 

  • ვირუსული ინფექციები: ციტომეგალოვირუსი, (CMV); ჰერპეს ვირუსი, (HSV-2); ჰერპეს ზოსტერივირუსი, (VZV), აივ ინფექცია/შიდსი, მენინგიტის ვირუსი;

  • არაზიტული ინფექციები: ტრიქომონიადა.

  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

  • შარდ-სასქესო სისტემების დაავადებები: პროსტატიტის ადენომა, ცისტიტი, საკვერცხის ანთება, სქესობრივი ფუნქციის მოშლა, სუსტი პოტენცია, უშვილობა, იმუნოლოგიური უშვილობა, სპერმატოგამია,მენსტრუალური ციკლის დარღვევები,ოვულაციის ადგენა.

  • კუჭნაწლვის ტრაქტის დაავადებები:  კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული გასტრიტი, დიარეა, ქრონიკული ქოლეცისტიტი არაკენჭოვანი.

  • გულსისხლძარღვთა დაავადებები: პოსტინფარქტის, პოსტინსულტის და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, ცერებრალური ათეროსკლეროზი, სისხლის სუსტი კორონალური ნაკადი.

  • ენდოკრინოლოგიური დარღვევები: 1ა ტიპის დიაბეტი.

  • ენერგიის და სასიცოცხლო ძალების აღდგენა.

  • ადრეული სიბერის პრობლემები (გაახალგაზრდავება და სიცოცხლის გახანგრძლივება).


​იმუნოთერაპიული და ანტიკანცეროგენური პრეპარატი GA-40 გამოიყენება უკვე 15 წელია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დღეს ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენი ინოვაციური პრეპარატებით მკურნალობა მძიმედ დაავადებულ უამრავ ადამიანს აძლევს ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის იმედს.


untitled-3_3_orig.png
1. Pres. Picture.JPG
3.Pres. Pictur..JPG
4.Pes.Picture..JPG
5. Pres.Pict..JPG
6.}es.Pict..JPG
7. pres.pict..JPG
2. Pres. Puct..JPG
8.pres.pict..JPG
bottom of page