ჩვენი კომპანია
მედიკო–ბიოლოგიური სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი «ალექსისი» დაფუძნებული იქნა 20–წლის წინ საქართველოში, ქ.თბილისში. კომპანიის მკვლევარები და თანამშრომლები გაერთიანებულნი არიან მისიით – აღმოაჩინონ და შექმნან ინოვაციური სამკურნალო პრეპარატები. კომპანიის საქმიანობა მიმართულია ჩვენი დროის ყველაზე საჭირბოროტო სამედიცინო მოთხოვნილებების გადასაჭრელად, რათა ადამიანებს დავუბრუნოთ ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის იმედი.
კომპანიის მთავარი მიზანია მცენარეული წარმოშობის ისეთი ბუნებრივი, უსაფრთხო და მაღალეფექტური სამკურნალო პრეპარატების შექმნა, რომლებიც აღადგენენ და გააძლიერებენ ორგანიზმის დაავადებებთან ბრძოლის უნარიანობას. ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი სამუშოები მიმართულია შემდეგი თერაპიული დარგებისაკენ. ესენია: ინფექციური დაავადებები, ონკოლოგია, ლეიკემია, იმუნოლოგია, უროლოგია, დერმატოლოგია, გერონტოლოგია, სქესობრივი დარღვევები და სხვა.
კომპანიას გააჩნია თანამედროვე სამეცნიერო–საკვლევი ბაზა და მინი ფარმაცევტული საწარმო. კომპანიაში მუშაობს ბიოქიმიკოსების, იმუნოლოგების, ფარმაკოლოგების, ონკოლოგების და ა. შ. მაღალკვალიფიციური შტატი. კომპანია “ალექსის”–ის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში შექმნილ პრეპარატების აქტიურ სუბსტანციას წარმოდეგნს მცენარეული ბუნებრივი პეპტიდები, რომლებიც პირველად იქნა გამოყენებული როგორც სამკურნალო საშუალებები და შესაბამისად არ გააჩნიათ ანალოგები მსოფლიოში.
ჩვენ ვატარებთ კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: საქართველოსა და კავკასიის სამკურნალო და ენდემური მცენარეების შესწავლა როგორც პოტენციურად ახალი ბიოაქტიური პეპტიდების წყაროსი; პოლიპეპტიდური და პეპტიდური ბუნების, ახალი ბიოაქტიური იმუნომოდულატორების, ანტიკანცეროგენების, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტების და სხვა ფიზიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოვლენა, იდენტიფიკაცია და შესწავლა; ბიოაქტიური პეპტიდების ფიზიკურ–ქიმიური თვისებებისა და მოქმედების მოლეკულური მექანიზმების შესწავლა და მათი შემდგომი წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდები კლინიკურ მედიცინაში სამკურნალო საშუალებებად დანეგვის მიზნით; სხვადასხვა დიაგნოსტიკური საშუალებების ტესტირება; საწარმოო, წარმმართველი და კომერციული აქტივობა პროდუქციის ლიცენზირებასთან მიმართებაში.
კომპანია „ალექსის“–ის სტრატეგია – ეს არის, საკუთარი და მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მეცნიერების გამოცდილების გამოყენება. კომპანია თანამშრომლობდა და თანამშრომლობს საქართველოს, იაპონიის, რუსეთის, აშშ–ს, ირანის, უკრაინის, გერმანიის, შვეიცარიის და სხვა აკადემიურ მეცნიერებასთან და ფარმაცევტულ კომპანიებსა და კლინიკებთან.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ინოვაციური ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური აქტივობის მქონე ბუნებრივი და უსაფრთხო პრეპარატები გაახანგრძლივებენ და უკეთესს გახდიან ადამიანების სიცოცხლეს და უახლოეს მომავალში შეძლებენ შეცვალონ მრავალი არსებული ტოქსიკური და ნაკლებად ეფექტური თაობის ქიმიოპრეპარატები.