გამოხმაურებები
თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე 3 სტადია
სრული განკურნება გა-40 - ით (მონოთერაპია)
პროფ., მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი., ელენა დოიკიჩი. კვანტური გენეტიკის სადიაგნოსტიკო და თერაპიის ცენტრი „Molekula“, ზაგრები, ხროატია. www.molekula-zdravlje.com
კომენტარი: მოგესალმებით ძვირფასო ექიმებო და ყველას, ვისაც სურს შეიძინოს ეს შესანიშნავი პრეპარატი! პირველ რიგში, ნება მომეცით გულწრფელი მადლობა გადავუხადო შემქმნელსა და მეცნიერთა მთელ გუნდს, რომლებმაც შეიმუშავეს GA-40. ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა მრავალი წლის განმავლობაში! მე პროფესიით გენეტიკოსი ვარ და უკვე ერთი წელია ვთავაზობ ჩემს პაციენტებს გამოიყენონ GA-40 სხვადასხვა პათოლოგიისა და გენეტიკური დონის მუტაციების სამკურნალოდ, მათ შორის ონკოლოგიურიც. თუ ვინმემ გენეტიკაზეც კი იცის ოდნავ, გამიგებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კიბო არ არის მემკვიდრეობით მიღებული, მაგრამ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს მიდრეკილება 21-ე საუკუნის ამ ჭირით დაავადდეს. ზოგი ონკოგენის ჩართვას წლები სჭირდება, ზოგს რამდენიმე საათი სჭირდება. ჩემი მუშაობის დროს, მე ვატარებ სტატისტიკას კიბოს პაციენტებთან მუშაობის შესახებ. კიბოს ტიპისა და ხარისხის მიუხედავად, ყველა პაციენტს აღენიშნებოდა დადებითი რემისია პრეპარატის გამოყენების 2-4 კვირის განმავლობაში. დღემდე ჩემი კიბოთი დაავადებული 20 პაციენტიდან, რომლებმაც გამოიყენეს GA-40, ერთი სიკვდილი არ მომხდარა.
პროფესორი ელენა დოიკიჩი, ქალაქი: ზაგრები, ხორვატია
კომენტარები: გაგრძელება.
ნება მომეცით პრაქტიკიდან ბოლო მაგალითი მოგიყვანოთ: პაციენტი, მამაკაცი, 56 წლის. დიაგნოზი: კუჭის კიბო საყლაპავის, ღვიძლის, მსხვილი და წვრილი ნაწლავის მეტასტაზებით. გენეტიკური ანალიზის შედეგმა აჩვენა jun D პროტოონკოგენის მუტაცია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პროტოონკოგენის მუტაციის შეჩერება და პაციენტებს მხოლოდ ლეტალური შედეგი უნდა მოელოდეთ.
ოპერაციაზე უარი მიიღეს და მამაკაცს შესთავაზეს სახლის მკურნალობა. ტრამალის გამოყენებამ არ შეუწყო ხელი ძლიერი ტკივილის მოხსნას. პაციენტმა დაკარგა 20 კილოგრამი. მდგომარეობა კრიტიკული იყო. შემოთავაზებულია თერაპია GA-40– ით. 5 დღის შემდეგ ტკივილი შეწყდა და პაციენტს მადა გაუჩნდა. Tramal– ის გამოყენება შეჩერებულია.
მკურნალობის მე -14 დღეს პაციენტს ჩაუტარდა სისხლის ტესტი. Ca-19-9 მარკერმა აჩვენა 36 U / ml, რაც ნიშნავს, რომ უბრალოდ არ არსებობს შორეული მეტასტაზები. 20 დღეს, დანარჩენმა კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სხეულში მეტასტაზი არ არის. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მკურნალობა გრძელდება. მე ეს მაგალითი მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ პირადად ჩემთვის ეს შოკისმომგვრელი იყო ამ სიტყვის კარგად გაგებაში! ის, რაც დღემდე შეუძლებლად ითვლებოდა, ჩვენს თვალწინ წყდება! ეს მხოლოდ სასწაულია!
ძვირფასო კოლეგებო და პაციენტებო, ირწმუნეთ საკუთარი თავი და არ დაიდარდოთ ურთულეს სიტუაციებშიც კი!
პროფესორი ელენა დოიკიჩი, ქალაქი: ზაგრები, ხორვატია
1. პაციენტი ნ. გ. ექიმი. საქართველო, თბილისი.
დიაგნოზი: ფილტვის მსხვილუჯრედოვანი ადენოკარცინომა. 3-სტადია. არაოპერაბელური. თუმცა გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია და არტერიის ირგვლივ არსებული სიმსივნე იქნა ამოკვეთილი. ჩემი მდგომარეობა შეფასდა როგორც უიმედო. ოპერაციის შემდგომ დავიწყე მკურნალობა GA-40-ით. სიმსივნემ დაიწყო კლება ზომებში და 3 წლის თავზე მორიგი ტომოგრაფიული კვლევის შედეგად დამიდგინეს, რომ სიმსივნის ნასახიც აღარ იყო ორგანიზმში. პარალელურად სხვა ორგანოების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ყველა ორგანოს გაახლგაზრდავება, რასაც მე კლინიკურადაც ვგრძნობდი. მას მერე 15 წელი გავიდა თავს 20 წლით ახალგაზრდად და სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ და განვაგრძობ GA-40 მკურნალობას პერიოდულად. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო პრეპრატის ავტორის მიმართ, რომლის მიერ შექმნილმა „ჭკვიანმა“ წამალმა არა მარტო სიცოცხლე მაჩუქა, არამედ სულიერად და ფიზიკურად გამაახალგზრდავა.
ღმერთმა დალოცოს მისი შემქმნელი!
ნუგზარი გელოვანი.
ვაჟა. ო. თბილისი, საქრთველო.
Tuesday, March 27, 2018, 11:37:47 AM GMT+4, Vaja Otarashvili <vaja.otarashvili@yahoo.com> wrote:
2016 წლის ნოემბერში დამიდგინდა წინამდებარე ჯირკვლის პროსტატის ავთვისებიანი კარცინომა ბიოფსიით და მორფოლოგიური კვლევით (II-სტადია), რაც დაადასტურა უცხოეთის კლინიკაში (გერმანია) ჩატარებულმა გამოკვლევამ. PSA 14-17-ის ფარგლებში იყო. 2017 წლის თებერვლის თვიდან დავიწყე ინტენსიური მკურნალობა GA-40 ით, შესანიშნავი ქართველი მეცნიერის გია ალექსიძის მიერ გამოგონებული პრეპარატით. არავითარი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ან ოპერაცია არ გამიკეთებია და აღარც მჭიდრება, რადგანაც GA-40-მა ამ უნიკალურმა პრეპარატმა სრულად გამკურნა კიბოსაგან, ყოველ დღე (დღემდე) ვიკეთებდი ინსულინის შპრიცით GA-40-ს რის შედეგადაც PSA -ს ნიშნული ნორმაში ჩადგა დამიბრუნა ჯანმრთელობა, რაზეც მეტყველებენ ანალიზები, გამაახალგაზრდავა და ენერგიით ამავსო, ვცხოვრობ აქტიური ცხოვრებით. წამალი აძლიერებს ჩემს იმუნურ სისტემას, არ მხვდება გრიპის ვირუსი, სისხლის ანალიზი მაქვს იდეალური, გამოიწვია ორგანიზმის გაახალგაზრდავება, მომირჩინა სოკო ფეხებზე, მომიწესრიგა ყველა ორგანოს ფუნქციონირება გასაოცრად. უდიდესი მადლობა ამ კეთილშობილ ადამიანს - ბატონ გია ალექსიძეს. მეამაყება რომ ამ პრეპარატის აღმომჩენი ქართველი კაცია, ღირსეული ისტორიული გვარის, ღირსეული შვილი.
FIRST NAME
მაია
LAST NAME
დარჩიაშვილი
MESSAGE
მინდა მოგახსენოთ "გა-40" ამ უნიკალური პრეპარატის შესახებ. მამაჩემს დაუდგინდა ლიმფური ჯირკვლის გადაგვარება ყელში, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა მე-3 სტადიის პროგრესირებადი სიმსივნე, მაგრამ ონკო ქირურგებმა უარი თქვეს ჩარევაზე და გადაგვამისამართეს ქიმიოთეტაპევტთან, თუმცა გულის გამოკვლევის შემდეგ ქიმიოთერაპევტმაც უარით გამოგვისტუმრა, რამეთუ გულის მდგომარეობა არ იძლეოდა ქიმიოთერაპიის ჩატარების საშუალებას, აღმოვჩნდით ძალიან მძიმე მდგომარეობაში, პაციენტს უჭირდა სუნთქვა, ყლაპვა, გადაადგილება, დღითიდღე მძიმდებოდა. ამ მდგომარეობაში დავიწყეთ გა-40 მკურნალობა, ჩატარებული გვაქვს ორი კურსი, დავიწყეთ მესამე, მინდა გითხრათ რომ პაციენტი გაცილებით უკეთაა; გადაადგილდება დამოუკიდებლად, სიმსივნე საგრძნობლად დაპატარავდა, სუნთქავს და ჭამს უკეთ, აშკარაა უკეთესობა, დიდი მადლობა პრეპარატის შემქნლს გია ალექსიძეს დახმარებისათვის. უფალმა დალოცოს გაახაროს და გააძლიეროს.
ძვირფასო ადამიანებო მინდა მოგიყვეთ ჩემი მცირე ისტორია. შარშან ძლიერი ტკივილები დამეწყო თავზე, გამიკეთდა ტომოგრაფია მაგნიტურ რეზონანსული და აღმომაჩნდა თავზე სამი ადენომა, დავდიოდით ექიმებთან მაგრამ უშედეგოდ, ივლისამდე ეს ყველაფერი გადაიზარდა სიმსივნის მეორე სტადიაში, შემომთავაზეს ქიმიოთერაპია ონკოლოგიურში, რაზეც უარი განვაცხადე. გა-40 ვიკეთებ ივლისიდან დღემდე, რომელმაც მოახდინა სასწაული, რამოდენიმე კვირის წინ სტამბულში გამიკეთდა ანალიზები, გა-40-ის საშუალებით პასუხები ჩამოვიდა სენსაციური! მე განვიკურნე და ეს არის ღვთისგან დალოცვილი ადამიანის შედეგი. ადამიანებო, სასწაულები არსებობს! მთავარია რწმენა და სწორი მკურნალობა! ბატონი გია ალექსიძის თავდადებით და დიდი შრომით მოხდა ჩემი განკურნება. მადლობის თქმა ძალიან ცოტაა ამისთვის, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს თავის ოჯახთან ერთად!
2. პაციენტი ნ.ბ. საქრთველო, თბილისი.
უნიკალური პრეპარატია. მისი წყალობით ჩემი ახლობელი ონკოავადმყოფი, რომელსაც 10 წლის წინ სიმსივნის მე-4 სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, დღესაც ცოცხალი და შრომისუნარიანია. დიდი მადლობა წამლის ავტორს.
3.პაციენტი ნ.გ. ბათუმი.
ჩემს ძმას ქონდა სიმსივნე ზედა ყბაზე 8 წლის წინ და გა-40 -ის საშუალებით განიკურნა მთლიანად. ეხლა თავს კარგად გრძნობს და არის შრომისუნარიანი ემზადება გამოცდებისთვის.მადლობას ვუხდით ბათუმიდან მთელი ოჯაახის სახელით წამლის ავტორს გიორგი ალექსიძეს.
4.პაციენტი ი.რ. საქართველო, ბათუმი·
ალბათ არასდროს იფიქრებდა მკითხველი იმ სასწაულზე, რაც პრეპარატი გა 40–ისა და მისი ავტორის ბატონი გიორგი ალექსიძის შედეგია. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ საშუალება მომეცა მადლობა გადამეხადა მთელი ოჯახის სახელით. გმერთმა დაგლოცოთ ბატონო გიორგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანების იმედათ.
5.პაციენტი კ.დ. თბილისი.
რაც შეეხება პრეპარატს, მართლაც უნიკალურია. არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც გათავისუფლდა უამრავი სერიოზული დაავადებებისგან. ჩემს ირგვლივ არიან სიმსივნისაგან განკურნებულები, რა თქმა უნდა საწყის სტადიებზე 100% შედეგით, ასევე არიან მე-3-4 სტადიის მქონენი, რომლებიც უიმედოდ გამოუშვეს საავადმყოფოდან და დღესაც ზოგი უკვე შრომისუნარიანია და ზოგს სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა გაუუმჯობესდა და მოემატა. იმის თქმა მინდა, რომ რაც აქ წერია და არ წერია (რასაც წაიკითხავთ სხვა საიტებზე) აბსოლუტურად შეესაბამება სიმართლეს. მინდა გითხრათ რომ ჩემს რძალს ჰქონდა სკლეროდერმია, სპეციალისტებმა იციან ეს რა დაავადებაა. ამ დაავადებისაგან განკურნებული მე არ მინახვს, ეს დაავადება დაახლოებით 30 (თუ მეტი არა) წლის მანძილზე უდიდესი პრობლემა იყო ჩვენი ოჯახისათვის, გა-40-ის საშუალებით მივაღწიეთ სრულ განკურნებას. ეს სენსაციაა მედიცინაში. და კიდევ რამდენი რამის თქმა და მოყოლა შეიძლება.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ პრეპარატს ცნობენ და იყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით და დიდი პატივისცემით, ჩვენთან კი ერთ-ერთი ექიმის სიტყვებს მოვიყვან "ასეთ პრეპარატებს არ ვცნობთო". როგორ პრეპარატებს ცნობენ? ადამიანს სიკვდილში რომ ეხმარება? არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არსებობენ გამონაკლისი ქართველი ექიმები, დიდი მადლობა მათ, რომლებიც ნიშნავენ გა-40-ს სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში, არა მარტო სივსივნის შემთხვევაში. შედეგიც შესანიშნავი აქვთ და კარგადაც იცნობენ ამ პრეპარატს თავიანთი პრაქტიკიდან, ესმით მისი მოქმედების მექანიზმი და ამიტომ არ უკვირთ ერთ პრეპარატს ამდენი რამ როგორ შეუძლია. მინდა გითხრათ მძიმე, და არა მარტო მათ, დაავადების მქონე პაციენტებს, არის იმედი გამოჯანმრთელებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების, ამ პრეპარატის წყალობით, ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში, ეს იმედი აქ არის საქართველოში და გამოვიყენოთ. მე ეს ბევრ ჩემიანზე ბევრჯერ გამოვცადე, მინდა თქვენც იცოდეთ. მადლობა უფალს და ავტორს, ასეთი იმედი რომ გვაჩუქეს. მთავარია ჩვენ გამოვიყენოთ.
6.პაციენტი ნ.ს.თბილისი.
ძვირფასო ადამიანებო მინდა მოგიყვეთ ჩემი მცირე ისტორია. შარშან ძლიერი ტკივილები დამეწყო თავზე, გამიკეთდა ტომოგრაფია მაგნიტურ რეზონანსული და აღმომაჩნდა თავზე სამი ადენომა, დავდიოდით ექიმებთან მაგრამ უშედეგოდ, ივლისამდე ეს ყველაფერი გადაიზარდა სიმსივნის მეორე სტადიაში, შემომთავაზეს ქიმიოთერაპია ონკოლოგიურში, რაზეც უარი განვაცხადე. შემდეგ მონასტერში წავედი და იქ ჩემი უსაყვარლესი დედაოს სიძე აღმოჩნდა ბატონი გია ალექსიძე, მის წამალს გა-40 ვიკეთებ ივლისიდან დღემდე, რომელმაც მოახდინა სასწაული, რამოდენიმე კვირის წინ სტამბულში გამიკეთდა ანალიზები, გა-40-ის საშუალებით პასუხები ჩამოვიდა სენსაციური! მე განვიკურნე და ეს არის ღვთისგან დალოცვილი ადამიანის შედეგი. ადამიანებო, სასწაულები არსებობს! მთავარია რწმენა და სწორი მკურნალობა! ბატონი გია ალექსიძის თავდადებით და დიდი შრომით მოხდა ჩემი განკურნება. მადლობის თქმა ძალიან ცოტაა ამისთვის, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს თავის ოჯახთან ერთად!
7.პაციენტი Dz.S.D., 3 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი: მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკემია - M7 (FAB). ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის განმეორებითი კურსი შემდეგი სქემის მიხედვით: BFM-ALL-90, MNL-BFM-90AA, მაგრამ სრული და სტაბილური რემისია არ იყო მიღწეული.
ექიმების დასკვნა: ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან სერიოზული. დიაგნოზი უპერსპექტივოა, აუცილებელია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
ძვლის ტვინის ფუნქციის ანალიზი: არადიფერენცირებული ბლასტები - 44.75%, ნეიტროფილები - 10%, ლიმფოციტები - 8%, თრომბოციტები - ერთეული რაოდენობით.
GA-40 თერაპია: მონოთერაპია GA-40-ით. მკურნალობის ერთი კურსი.
ექიმის ანგარიში: მკურნალობის დასაწყისში ბავშვი იყო კომაში. GA-40-ით მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ იგი გამოვიდა უიმედო მდგომარეობიდან, დაიწყო სიარული და თამაში სხვა ბავშვებთან ერთად. მიღწეულ იქნა ნაწილობრივი რემისია.
ძვლის ტვინის ფუნქციის ანალიზი მკურნალობის შემდეგ: არადიფერენცირებული ბლასტები 0.00%, ნეიტროფილები - 68%, ლიმფოციტები - 5.25%, თრომბოციტები - 40.0%
მშობელთა ანგარიში: ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
8.პაციენტი V.T.V., 12 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი : მწვავე მიელომონობლასტური ლეიკემია.
ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის განმეორებითი კურსი, მაგრამ სრული და სტაბილური რემისია არ იქნა მიღწეული. ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, აღენიშნებოდა უმადობა, სისუსტე. მშობლებმა კატეგორიული უარი თქვეს დამატებით ქიმიოთერაპიაზე. ექიმებმა ურჩიეს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ძვლის ტვინის ფუნქციის ანალიზი: არადიფერენცირებული ბლასტები - 80%, ნეიტროფილები - 7%, ლიმფოციტები - 5%, თრომბოციტები - ერთეული რაოდენობით.
GA-40 თერაპია : ერთი მკურნალობის კურსი GA-40-ის მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : დადებითი დინამიკა ზოგად ჰემატოლოგიურ და იმუნოლოგიურ მაჩვენებლებზე. არანაირი გვერდითი მოვლენები. ზოგადი მდგომარეობა და მადა გაუმჯობესდა. ძვლის ტვინის ფუნქციის ანალიზი: არადიფერენცირებული ბლასტები - 15%, ნეიტროფილები - 60%, ლიმფოციტები -36%, თრომბოციტები - 51%.
მშობელთა ანგარიში : ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
9. პაციენტი M.G.N., 13 წლის (სქესი: მამრობითი).
დიაგნოზი : მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. ფილადელფია ქრომოსომა Ph+. BFM-90, block R1M1, block R2M. ცხრილით ჩატარებული ქიმიოთერაპიის შედეგად სრული და სტაბილური რემისია არ იქნა მიღწეული, ბავშვს აღენიშნებოდა ძლიერი ზოგადი სისუსტე, ტკივილი, წონაში კლება ღვიძლის და ელენთის გადიდება. მშობლები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ დამატებითი ქიმიოთერაპიის და რადიაციის კურსებზე. ექიმებმა ურჩიეს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ძვლის ტვინის ფუნქციის ანალიზი: არადიფერენცირებული ბლასტები - 89.6%, ნეიტროფილები - 6.8%, ლიმფოციტები -3.2%, თრომბოციტები - ერთეული რაოდენობით.
GA-40თერაპია : ერთი მკურნალობის კურსი GA-40-ის მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : დადებითი დინამიკა ზოგად ჰემატოლოგიურ და იმუნოლოგიურ მაჩვენებლებზე. გვერდითი მოვლენები და რაიმე სახის ტკივილი არ აღინიშნება. ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, აქტიურობა და ენერგეტიკა გაიზარდა, აღინიშნა წონაში მატება. ძვლის ტვინის ფუნქციის ანალიზი: არადიფერენცირებული ბლასტები - 0%, ნეიტროფილები - 36%, ლიმფოციტები - 41%, თრომბოციტები - 60%.
მშობელთა ანგარიში : მკურნალობამდე ბავშვის ასეთი კარგი მდგომარეობა არ დაფიქსირებულა და სრული გამოჯანმრთელების დიდი იმედი გვაქვს.
10.პაციენტი , 39 წლის(სქესი მდედრობითი).
დიაგნოზი : სარძევე ჯირკვლის კიბო (ადენოკარცინომა) მეტასტაზებით ფილტვებში. 1989 წელს იყო ჩატარებული მასტექტომიის ოპერაცია მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში, განხორციელდა 6 ქიმიოთერაპიის კურსი და რადიოთერაპიის 48 კურსი. 1994 წელს პაციენტმა დაიწყო ხველება და დაკარგა ხმა. დღეისათვის არსებობს ახალი მეტასტაზები მეორე სარძევე ჯირკვლის და კისრის არეში, ძლიერი ტკივილის მუცლის არეში, ზოგადი სისუსტე, დეპრესია, უმადობა. პაციენტმა კატეგორიული უარი თქვა დამატებით ქიმიო და რადიო თერაპიებზე.
GA-40 თერაპია : მკურნალობის ორი კურსი მხოლოდ GA-40-ის გამოყენებით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : დადებითი დინამიკა ზოგად ჰემატოლოგიურ და იმუნოლოგიურ მაჩვენებლებზე. საერთო სისუსტის შემცირება; ავადმყოფობა, გულისრევა და ხველება მნიშვნელოვნად გაიშვიათდა; ხმამ დაიწყო აღდგენა; არანაირი ტკივილი; კისრის ლიმფური კვანძები გახდა ნორმალური.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ უკეთესად.
11. პაციენტი L.M.G., 43 წლის (სქესი მდედრობითი).
დიაგნოზი : სარძევე ჯირკვლის კიბო (ადენოკარცინომა). აღინიშნება ლიმფური კვანძების შეშუპება, ტკივილი მკერდის, კისრის, მხრის და კუჭის მიდამოებში. კუჭის წყლული, საერთო სისუსტე, ძლიერი დეპრესია, ერითროპენია, ლიმფოპენია. პაციენტმა კატეგორიული უარი თქვა ოპერაციაზე.
GA-40 თერაპია : მკურნალობის ორი კურსი GA-40-ის მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : საერთო ჰემატოლოგიური მაჩვენებლები მთლიანად ნორმალიზირებულია, ლიმფური კვანძების შეშუპება გაქრა. მკერდის თერმოგრამამ აჩვენა, რომ სიმსივნე აღარ აღინიშნება. არანაირი ტკივილი. პაციენტი განიკურნა კუჭის წყლულისაგან. თავს გრძნობს შესანიშნავად და აგრძელებს აქტიურ ცხოვრებას.
პაციენტის ანგარიში : მოხარული ვარ და ვისურვებდი მეტ GA-40-ს პროფილაქტიკისთვის.
12. პაციენტი I.Ts.T., 56 წლის (სქესი მდედრობითი).
დიაგნოზი : სარძევე ჯირკვლის კიბო (ადენოკარცინომა). ტკივილი სიმსივნის არეში საერთო სისუსტე, ძლიერი დეპრესია. პაციენტმა მუშაობა შეწყვიტა და წოლით რეჟიმშია. მას შესთავაზეს ოპერაცია, რომელზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
GA-40 თერაპია : მკურნალობის 8 კურსი მონოთერაპიით 14 თვის განმავლობაში 2 თვიანი ინტერვალებით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ მოხდა ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზაცია სისხლში, სიმსივნე დარბილდა. რენტგენის მიხედვით 3 მკურნალობის კურსის შემდეგ სიმსივნის ზომა შემცირდა. დღეისათვის სიმსივნე თითქმის აღარ შეინიშნება. ტკივილი და დეპრესია გაქრა, პაციენტი დაუბრუნდა მის მოვალეობებს და ნორმალურ ცხოვრებას.. GA-40-ით მკურნალობა ხელახლა ტარდება, როცა პაციენტი გრძნობს უარესობისკენ ცვლილებებს.
პაციენტის ანგარიში : მე კარგად ვარ, ენერგიით სავსე. გარდა ამისა, მე მომირჩა კუჭის წყლული და ცისტიტი.
13.პაციენტი T.N.I., 69 წლის (სქესი მდედრობითი).
დიაგნოზი : ორივე სარძევე ჯირკვლების კიბო (ადენოკარცინომა). საშვილოსნოს მოიომა, მეტასტაზები ღვიძლში, შეუძლოდ ყოფნა, სიცხე, ავადმყოფობა, უძილობა, ტკივილი გულმკერდის არეში მადის დაკარგვა, ჰალუცინაციები. პაციენტი ვერ დგება საწოლიდან.
GA-40-ით თერაპია : მკურნალობის 5 კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : პოზიტიური დინამიკა ზოგადი ჰემატოლოგიური მაჩვენებლების, არანაირი ტკივილი, უარს ამბობს სედატიურ პრეპარატებზე; არანაირი სიცხე და ჰალუცინაციები. კუჭი ნორმალურად ფუნქციონერებს. პაციენტის ნათესავი, რომელიც მას უვლის (პროფესიით ექიმი) იუწყება, რომ პაციენტი გამოვიდა უიმედო მდგომარეობიდან. შეუძლია დაჯდომა და მოძრაობა. არ აღინიშნება გვერდითი მოვლენები. პაციენტს სურს, რომ წამალი მიიღოს ყოველდღე. კარგად გადაიტანა.
პაციენტის ანგარიში : ცხოვრებისადმი ინტერესი ისევ გამიჩნდა.
14.პაციენტი Dj.N.L., 35 წლის(სქესი მდედრობითი).
დიაგნოზი : კერატინიზაცია (რქოვანას გარდაქმნა), საშვილოსნოს ყელის ბრტყელი უჯრედების კიბო, მეტასტაზებით მენჯის არეში, ბარძაყში და ლიმფურ კვანძებში ძლიერი ტკივილი მენჯის და ბარძაყის არეში, ზოგადი ჩივილები, სისხლდენა საშვილოსნოდან, მაღალი ESR(70), ღებინება. პაციენტი იღებს დამამშვიდებელ მედიკამენტებს.
GA-40-ით თერაპია : მკურნალობის 4 კურსი GA-40 მონოთერაპიით.მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : ზოგად ჰემატოლოგიურ მაჩვენებლების პოზიტიური დინამიკა, ESP-ს ნორმალიზაცია, საშვილოსნოდან სიხლდენა შეწყდა, ლიმფური კვანძების ზომების ნორმალიზაცია 2 მკურნალობის კურსის შემდეგ; შეწყდა ტკივილი, არანაირი დამამშვიდებელი წამლები, მადა და ხასიათი გაუმჯობესდა. არანაირი გვერდითი მოვლენები, კარგად გადაიტანა.
პაციენტის ანგარიში : თავს კარგად ვგრძნობ; ვისურვებდი წამლის დოზის გაზრდას.
15. პაციენტი Dj.M.A., 49 წლის (სქესი მდედრობითი).
დიაგნოზი : საშვილოსნოს ყელის კიბო (კარცინომა) მეტასტაზებით მენჯის ღრუში. ძლიერი ტკივილი მენჯის არეში, კიდურების შეშუპება. პაციენტმა უარი თქვა ქიმიო და რადიო თერაპიებზე და მოითხოვა GA-40-ით მკურნალობა.
GA-40 - თერაპია : მკურნალობის 2 კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : ზოგადი ჰემატოლოგიური მაჩვენებლები ESR-ს ჩათვლით არის ნორმალიზებული, სიმსივნე განიკურნა, კიდურების შეშუპება შეწყდა. პაციენტმა დაიწყო მოძრაობა უფრო აქტიურად. კარგად გადაიტანა, არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში: თავს ვგრძნობ კარგად და მინდა გავაგრძელო GA-40-ით მკურნალობა.
16. პაციენტი Ch.T.V., 52 წლის (სქესი მდედრობითი).
დიაგნოზი : საკვერცხის ადენოკარცინომა, მრავალი მეტასტაზით კუჭის არეში და პლევრის ღრუში. საშვილოსნოს და მისი მომიჯნავე ორგანოების ექსტირპაცია (ჰისტერექტომია) ჩატარდა მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში, ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა, აღენიშნებოდა ზოგადი ჩივილები, ინტოქსიკაციის სიმპტომები, ტკივილი, წოლითი რეჟიმი.
GA-40 თერაპია : მკურნალობის სამი კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება
ექიმის ანგარიში : ზოგადი ჰემატოლოგიური მაჩვენებლები გახდა ნორმალური, არანაირი ტკივილი, ხასიათი გაუმჯობესდა, მოძრაობს დახმარების გარეშე და დადის ყოველდღე. კარგად გადაიტანა, არანაირი გვერდით მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
17. პაციენტი T.G.I., 58 წლის (სქესი მამრობითი).
დიაგნოზი: მარცხენა ფილტვის სუსტად დიფერენცირებული კიბო, მეტასტაზებით გავის ზედა არეში. დიაგნოზი დადასტურდა მორფოლოგიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით. აღინიშნებოდა ხმის დაკარგვა, ზოგადი სისუსტე, სიცხე, ხველება, სწრაფი სუნთქვა.
GA-40 თერაპია: მკურნალობის 9 კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : პირველი კურსის შემდეგ მოხდა ბიოქიმიური და იმუნოლოგიური სისხლის მაჩვენებლების ნორმალიზება. მეორე კურსის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა გახდა სტაბილური, მესამე კურსის შემდეგ კი გაუმჯობესება დაიწყო. დღეისათვის მეტასტაზები გაქრა და რენტგენოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს, რომ ფილტვის ჩრდილის ინტენსიობა შემცირდა. არანაირი სიცხე, არანაირი ხველება; სუნთქვა გახდა ნორმალური; ხმა აღდგა; არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ საკმაოდ უკეთესად და მკურნალობის გაგრძელებას ვითხოვ.
18. პაციენტი Dj.T.Sh., 52 წლის (სქესი მამრობითი).
დიაგნოზი : მარცხენა ფილტვის აპიკალური მიდამოს კიბო (კარცინომა) მეტასტაზებით იმავე ფილტვში, ბრონქის დატოტვის არეში არსებულ ლიმფური კვანძებში და წელის 2-3 მალებში. ხველება, სისხლის ფურთხება, ძლიერი ზოგადი სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, მაღალი ESR. დიაგნოზი დადასტურებული იქნა მორფოლოგიურ, ენდოსკოპიკური, რენტგენოლოგიური და ტომოგრაფიული ანალიზებით.
GA-40 თერაპია : ერთი მკურნალობის კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : ბიოქიმიური და იმუნოლოგიური სისხლის მაჩვენებლების ნორმალიზება მოხდა მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ. არანაირი ხველება; ზოგადი სისუსტე გაქრა, არანაირი დამამშვიდებელი პრეპარატები. რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვიჩვენებს უკეთეს მდგომარეობას. არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ უკეთსად და ვითხოვ მკურნალობის გაგრძელებას.
19. პაციენტი T.G.G., 55 წლის (სქესი მამრობითი).
დიაგნოზი : ღვიძლის კიბო, მეტასტაზებით ფილტვებში. ტკივილი ღვიძლის არეში, ზოგადი სისუსტე, ძლიერი დეპრესია. რადიაცია და ქიმიოთერაპია იყო არაეფექტური.
სისხლის ბიოქიმიურმა ანალიზმა აჩვენა კარცინოგენების მაღალი შემცველობა და შემდეგი ენზიმების აქტიურობის გაზრდა: ALT, LDG, AST, gamma-GT, ტუტე ფოსფატაზა. პაციენტი არის გერმანიის მოქალაქე და გერმანელი ექიმების დასკვნით ოპერაციას არ ექვემდებარება.
GA-40 თერაპია : მკურნალობის 4 კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : პოზიტიური დინამიკა სისხლის ზოგადი ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლების. მაგალითად: მკურნალობის 3 კურსის შემდეგ გამაგლუტამილტრანსფერაზას აქტიურობა შემცირდა 158-დან 67-მდე (სტანდარტი 18-28), ასპარაგინამინოტრანსფერაზას – 19-დან 16-მდე (სტანდარტი 15-18) და ტუტე ფოსფატაზა - 212-დან 167-მდე (სტანდარტი 60-180). ტკივილი, ზოგადი სისუსტე და დეპრესიული ხასიათი გაქრა, სიცოცხლის და მუშაობის აქტიურობის მოცულობა აღდგა. პაციენტს იმედი აქვს სრული გამოჯანმრთელების. კარგად გადაიტანა.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ უკეთესად და ვისურვებდი GA-40-ით მემკურნალა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
20. პაციენტი M.N.M., 10 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი : ღვიძლის კიბო. ძალიან მძიმე და პასიური მდგომარეობა, ღვიძლის გადიდება, სიცხე, ტკივილი მუცლის მიდამოში. პაციენტს შეუძლია დაწვეს ზურგზე. დიაგნოზი იყო გაკეთებული მორფოლოგიური და ტომოგრაფიული გამოკვლევების საფუძველზე. იყო შეთავაზებული ქიმიოთერაპია, რომელზეც პაციენტის მშობლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.
GA-40 თერაპია : მკურნალობის 3 კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში: პირველი კურსის შემდეგ მოხდა სისხლის ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზება. ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მუცლის მიდამოში ტკივილი შეწყდა. პაციენტს შეუძლია დაწოლა ნებისმიერ პოზიციაში. ტემპერატურა ნორმალურია, ისევე როგორც ხასიათი და მადა.
არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ კარგად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს.
21. პაციენტი D.A.V., 39 წლის (სქესი: მამრობითი).
დიაგნოზი : ელენთას ლიმფომა. ძლიერი ტკივილი მთლიან სხეულში, განსაკუთრებით სახსრებში, სიცხე, ოფლიანობა, ძლიერი დეპრესია, წევს და არ მოძრაობს. წონაში დაიკლო 20 კილოგრამით.
GA-40 თერაპია : მკურნალობის 3 კურსი GA-40 მონოთერაპია. მკურნალობა დასრულდა.
ექიმის ანგარიში: მოხდა ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზაცია. ტკივილი და დეპრესიული ხასიათი შეწყდა, კიდურების სრული მობილურობა, წონის აღდგენა, კარგად გადაიტანა, არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ კარგად.
22. პაციენტი Kh.A.M., 41 წლის (სქესი: მამრობითი).
დიაგნოზი: შარდის ბუშტის ლიმფოეპითელიომა, განლაგებული ლორწოვანი გარსის არეში. შარდის ბუშტის რეზექცია, მარჯვენა შარსაწვეთის გადანერგვით. მეტასტაზები ნაოპერაციებ არეში. მეტასტაზები ამოღებული იქნა და ჩატარდა ქიმიოთერაპია. პაციენტმა დაიწყო ჩივილი მარცხენა ფეხის და საზრდულის არეში ტკივილის გამო. აღინიშნა მარცხენა დუნდულის და მარცხენა ბარძაყის შეშუპება. გაფართოებული ლიმფური კვანძები განლაგებული მარცხენა თეძოს სისხლძარღვების გასწვრივ; შარდის ბუშტის კედლის ჰიპერემია, გადანერგილი მარჯვენა შარდსაწვეთის არეში.
GA-40 თერაპია : მკუნალობის შვიდი კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება
ექიმის ანგარიში : ზოგადი ჰემატოლოგიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა. მარცხენა ქვედა კიდურების ტკივილი და შეშუპება შეწყდა. ჰისტოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა ბუშტის კედლის სიმსივნის არარსებობა. განწყობა და ზოგადი მდგომარეობა არის კარგი. პაციენტი დაუბრუნდა აქტიურ ცხოვრებას. კარგად გადაიტანა. არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში: მხოლოდ ამ მკურნალობის იმედი მაქვს.
23. პაციენტი G.N.N., 19 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი: შერეული უჯრედოვანი გრანულომატოზი. გავისზედა არეში ორივე მხარეს ლიმფური კვანძების გაზრდა, ტკივილი, გაძნელებული სუნთქვა, ძლიერი დეპრესია.
GA-40 თერაპია : მკურნალობის 4 კურსი GA-40-ით ქიმიოთერაპიით. დღესდღეობით მკურნალობა გრძელდება მხოლოდ GA-40-ით.
ექიმის ანგარიში : GA-40-ის შვიდი ინექციის შემდეგ დეპრესია შეწყდა, სუნთქვა გახდა ნორმალური. მკურნალობის მესამე კურსის შემდეგ მოხდა გაზრდილი ლიმფური კვანძების ნორმალიზება, პაციენტმა განაგრძო ცხოვრების აქტიური წესი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ GA-40-ით მკურნალობის პარალელურად ჩატარებულ ქიმიოთერაპიას, არ ჰქონია გვერდით მოვლენები. რაც დადასტურებულია ლაბორატორიული გამოკვლევებით და კლინიკური მონაცემებით. კარგად გადაიტანა, არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ ძალიან კარგად.
24. პაციენტი D.E.E., 55 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი : ლიმფომატოიდური გრანულომატოზი. სიცხე, ხველება, ასთენია, ოფლიანობა, დეპრესია, ტკივილი, ცისტიტი. გაზრდილი ლიმფების ქვედა ნაწილი აყალიბებს კანქვეშა ქსოვილების კონგლომერატს ბრონქიოლების არეში. კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნა: ბრონქიოლების სიმსივნე. ჩატარებული იქნა ქიმიოთერაპიის ექვსი კურსი.
GA-40 თერაპია : მკურნალობის 3 კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლების დინამიკა გახდა დადებითი. ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, აღარ აღინიშნება ტკივილი და სიცხე; ენერგიის და აქტიურობის მოზღვავება, არ აღინიშნება ცისტიტი. რენტგენოლოგიური გამოკვლევის თანახმად მკუნრალობის მესამე კურსის შემდეგ მოხდა სრული გამოჯანმრთელება. კარგად გადაიტანა არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ კარგად.
25. პაციენტი R.G.A., 68 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი : მიელომა. დესტრუქციული ცვლილებები გულმკერდის მალების რეგიონში. ქიმიოთერაპიამ და რადიაციამ დროებით გააუმჯობესა მდგომარეობა. პრეპარატ კატრექსით ჩატარებულ მკურნალობის კურს არ ჰქონდა დადებითი ეფექტი. ძლიერი ტკივილი, დამამშვიდებელი პრეპარატები არ შველის; უმადობა, წონის დაკარგვა; წოლით რეჟიმი, შარდში მუდმივად ფიქსირდება ბენს-ჯონსის ცილა.
GA-40 თერაპია : მკურნალობის 2 კურსი GA-40 მონოთერაპიით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : ჰემატოლოგიური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა. ERS დაიკლო 75-დან 45-მდე. მკურნალობის დაწყებიდან მოყოლებული ბენს-ჯონსის ცილა აღარ აღინიშნება. მკურნალობის მეორე კურსის შემდეგ პაციენტმა თავი დაანება დამამშვიდებელ პრეპარატებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლოგინში იწვა, მაგრამ უკვე დიდი ხანია რაც მას დახმარების გარეშე შეუძლია მოძრაობა. პაციენტს აქვს კარგი მადა და სიცოცხლის ენერგია. კარგად გადაიტანა, არანაირი გვერდითი მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ კარგად.
26. პაციენტი S.N.D., 62 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი : NMR ტომოგრაფიამ აჩვენა სიმსივნე თხემის არეში (გლიობლასტომა). ). მოხდა სისმსივნის ქირურგიული აბლაცია და ჩატარებული იქნა არაპოვის გამარადიაციის კურსი. ოპერაციის შემდგომი რეციდივი იმავე არეებში, გამოხატული პერიფოკალური შეშუპებით. აღინიშნა თავის ტვინის გადაადგილება სწორი მდგომარეობიდან 6 მმ-ით. ძლიერი ტკივილი, ლაპარაკის და კიდურების მოძრაობის უნარის დაკარგვა, ხშირი სლოკინი; კონტაქტში შესვლის უნარის დაკარგვა.
GA-40 თერაპია : მკურნალობის ათი კურსი GA-40 მონოთერაპიით, 8 თვის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : ყველა კურსის განმავლობაში სისხლის და შარდის ანალიზებმა არ აჩვენა არანაირი პათოლოგიური ცვლილება. პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თავის ტკივილი შეწყდა, ლაპარაკის და მოძრაობის უნარი მთლიანად აღდგა. ტომოგრაფიამ არ აჩვენა არანაირი შეშუპება. სიმსივნის ზომა შემცირდა და ტვინი გადაადგილდა ნორმალურ პოზიციაზე. კარგად გადაიტანა, ანარაირი გვერდით მოვლენები.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ ბევრად უკეთესად.
27. პაციენტი Ts.E.T., 70 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი : ღვიძლის მარცხენა ნაწილის კარცინომა მეტასტაზებით მარჯვენა ნაწილში - T4 N3 M+. სერიოზული მდგომარეობა. ოპერაციას არ ექვემდებარება (ლაპაროტომიის შემდგომი პერიოდი). ძლიერი ზოგადი სისუსტე, ტკივილი ღვიძლის არეში, დეპრესიული მდგომარეობა, მწვავე ყაბზობა, ღებინება.
GA-40 თერაპია : მკურნალობის ორი კურსი GA-40 მონოთერაპიით.
ექიმის ანგარიში: ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ტკივილი მნიშვნელოვნად შემცირდა, პაციენტი გახდა აქტიური, შრომისუნარიანობა გაიზარდა, ღებინება შეწყდა, სახის კანის ფერი გახდა ნორმალური.
პაციენტის ანგარიში : GA-40-ით მკურნალობა მინდა, რომ გაგრძელდეს.
28. პაციენტი N.O.Sh., 72 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი : თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნე მეტასტაზებით ღვიძლში. მდგომარეობა მძიმეა, აღინიშნება ტკივილი, მწვავე ყაბზობა, ღებინება. სახის კანის ფერი უფრო და უფრო ყვითელი ხდება.
GA-40 თერაპია : მკურნალობის ერთი კურსი GA-40 მონოთერაპიით
ექიმის ანგარიში : ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ღებინება საგრძნობლად შემცირდა, ტკივილისგან გათავისუფლდა, სახის კანი დასტაბილურდა, ნაწლავის მუშაობა გახდა ნორმალური.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ უკეთესად.
29. პაციენტი S.J.B., 56 წლის (სქესი: მდედრობითი).
დიაგნოზი : კუჭის კიბო მეტასტაზებით ღვიძლში. მდგომარეობა მძიმეა, გამკვრივება მუცლის ზედა ნაწილის მიდამოში, ღვიძლი არის გადიდებული, სახის ფერი ყვითელია, ხშირი ღებინება, მწვავე ყაბზობა. ნათესავებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ქიმიოთერაპიიის გაგრძელებაზე.
GA-40 თერაპია : მკურნალობის ერთი კურსი GA-40-ით. მკურნალობა გრძელდება.
ექიმის ანგარიში : სისხლის ზოგადი ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება, არანაირი ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის მიდამო დარბილებულია, ღებინება შეწყდა (პერიოდულად აღინიშნება ღებინების შეგრძნება), სახის კანი გახდა ნორმალური, ისევე როგორც ნაწლავების მუშაობა; პაციენტი გამოხატავს დიეტის გამრავალფეროვნების სურვილს.
პაციენტის ანგარიში : თავს ვგრძნობ უკეთესად. სრული გამოჯანმრთელების იმედი მაქვს.
30. პაციენტი Ia I. 62 წლის (სქესი: მამრობითი).
დიაგნოზი : თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში დაუდგინდა შარდის ბუშტის გარდამავალი უჯრედების კარცინომა, რაც დადასტურებული იქნა სიმსივნის ჰისტოლოგიური სტრუქტურის შესწავლით (#17037-39,).
ჩატარებული იქნა შარდის ბუშტის ნაწილობრივი რეზექცია მარცხენა მხრივი ურეთროცისტონეოსტომიით. ოპერაციის შემდეგ პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია იყო დაგეგმილი, რაზეც პაციენტმა კატეგორიული უარი განაცხადა.
მოხდა პროცესის რეციდივი, რაც დადასტურებული იქნა კომპიუტერული თომოგრაფიით (#831,). შემჩნეული იქნა დეფექტი შარდის ბუშტის მარცხენა კედელზე - რბილი ნეოპლაზმის ქსოვილი 3x2 სმ, არათანაბარი და გაურკვეველი კონტურებით. კედლის მარჯვენა მხარეს ასევე დაფიქსირდა lxl სმ ქსოვილის ნეოპლაზმა.
პაციენტს ჩაუტარდა „ტური-ის“ ოპერაცია, რომლის დროსაც მოხდა აღნიშნული ნეოპლაზმების მოწვა. ასევე ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის კურსი Paraplatine, Adriablastine, Metatrexsate და Vincristine გამოყენებით.
ზაფხულში აღენიშნა ახალი ჩივილები: ტკივილი შარდის ბუშტის პროექციის მიდამოში, შარდში დაფიქსირდა სისხლი და უსწორმასწორო წარმონაქმნების ნაწილები. მუცლის ღრუს და შარდის ბუშტის ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა: სფერულ ფორმის შარდის ბუშტი არათანაბარი კონტურებით; 3.6x3.9 სმ მოცულობითი ნეოპლაზმა მარცხენა კედელზე, რომელიც შარდის ბუშტის ყველა შრეში აღწევდა. პაციენტმა უარი განაცხადა ქიმიოთერაპიაზე და მკურნალობაზე სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში და მოითხოვა GA-40-ით მკურნალობა.
GA-40 თერაპია : მკურნალობის 8 კურსი ჩატარდა პაციენტზე (დოზები იყო 2mkg / კგ)
ექიმის ანგარიში : პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: ის თავს გრძნობს ბევრად უკეთესად, გახდა უფრო აქტიური, ტკივილი შარდის ბუშტის პროექციის მიდამოში აღარ აღინიშნება, შარდი გახდა ნორმალური სისხლის და უსწორმასწორო ფორმირებების გარეშე, შარდის ბუშტის ულტრაბგერითმა გამოკვლევამ (14 იანვარი, 1997) აჩვენა ნეოპლაზმის მნიშვნელოვანი შემცირება: 3.2x2.0 სმ. კომპიუტერული ტომოგრაფიის და ულტრაბგერითი გამოლვლევების შედეგების მიხედვით არ აღინიშნება პათოლოგიები.
დასკვნა - სიმსივნის სრული რეგრესი.
პაციენტის ანგარიში : მე კარგად; ვარ; მინდა გამოვიყენო GA-40 სიცოცხლის განმავლობაში.
31. პაციენტი K. L., 50 (სქესი:მდედრობითი).
დიაგნოზი : მარჯვენა სარძევე ჯირკვლის კიბო. განხორციელდა სრული რეზექცია რადიოქირურგიის საშუალებით. აღნიშნულის შემდეგ დაფიქსირდა დაავადების პროგრესირება: მრავლობითი მეტასტაზები ღვიძლში; სიმსივნური უჯრედები ლიმფური ძარღვებში; ჰიპერპლაზია ლიმფურ კვანძებში. გამოკვლევა და მკურნალობა განხორციელდა RAMS-ის ონკოლოგიური ცენტრში (მოსკოვი) გამოყენებული იქნა კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ანგიოგრაფია. ულტრაბგერითი კვლევა: ოვალური ზონა ზომით 4.4X3.6X5.2 სმ აღმოჩენილი იქნა ღვიძლის IV სეგმენტში. კომპიუტერული ტომოგრაფია: ოვალური ზონა ზომით 3.0X4.9 სმ ნაპოვნი იქნა ღვიძლის IV სეგმენტში. ღვიძლის ანგიოგრაფია: ოვალური წანაზარდი ორი გადამკვეთი კვანძის სახით, ზომით 6X7 და 3X2.8 სმ, და მათთან ახლოს ოდნავ ზემოთ - 1.8 სმ დიამეტრის კვანძი, ღვიძლის მარჯვენა ნაწილის ცენტრალური მონაკვეთში.
მკურნალობა: ქიმიოთერაპიის ექვსი კურსი SAF: dixorubicine 50 მგ / მ 2, 5-fluoracile - 500 მგ / მ 2, cyclophosphane 500 მგ / მ 2 სქემის მიხედვით.
GA-40 თერაპია დაიწყო 08.24.96 და დღემდე გრძელდება. დოზირება: 2mg / კგ. ერთი კურსი მოიცავს 8 ინექციას (ერთი ინექცია დღეში) მკურნალობის პირველი 8 დღის განმავლობაში და 7 ინექცია (ერთი ინექცია ყოველ მეორე დღეს) შემდეგ. კურსებს შორის დროის ინტერვალი შეადგენს 14 დღეს.
ექიმების ანგარიში : ქიმიოთერაპიის 6 კურსის და GA-40 სამი კურსის შემდეგ პაციენტს გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია: ღვიძლის მე-4-ე სეგმენტში ფიქსირდება ზონა ზომით 2x1.8 სმ. სხვა სეგმენტებში რაიმე სახის პათოლოგია არ დაფიქსირდა. GA-40-ით მკურნალობის 8 კურსის შემდეგ პაციენტს გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია და ულტრაბგერითი გამოკვლევა: პერიფერიული ლიმფური კვანძები არ არის გაფართოებული, მარჯვენა სარძევე ჯირკვლის არეში აღინიშნება ოპერაციის შემდგომი შრამი რაიმე რეციდივის გარეშე, ღვიძლში სიმსივნის სრული რეგრესი, მეტასტაზები არ ფიქსირდება.
პაციენტი თავს კარგად გრძნობს. იგი ითხოვს GA-40-ით მკურნალობის გაგრძელებას.
32. პაციენტი G. G. K, 55 წლის.
დაავადება დაიწყო უმნიშვნელო სისუსტით, ტკივილი გულმკერდის არეში, აღინიშნებოდა ხველება და მცირე ოდენობის სისხლი ნახველში. პაციენტი იყო გამოკვლეული თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, სხვადასხვა ტესტებთან ერთად გამოყენებული იქნა კომპიუტერული ტომოგრაფია და ბრონქოსკოპია. მიღებული მონაცემების შესწავლის შემდეგ დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის სიმსივნე - ადენოკარცინომა. დაიწყო GA-40-ით მკურნალობა და დღემდე ჩაუტარდა მკურნაობის ოთხი კურსი. პარალელურად ჩაუტარდა პოლიქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის (დოზით 40 Gray) თითო კურსი. დღეისათვის პაციენტი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად კარგად, ზოგადი სისუსტე არის ნაკლებად გამოხატული, ტკივილი გულმკერდის არეში და ხველება სისხლიანი ნახველით აღარ შეინიშნება, ჰაბიტუსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რენტგენის ანალიზები აჩვენებს დადებით დინამიკას, სისხლის ზოგადი პარამეტრები ნორმალურია, პაციენტმა მოიმატა წონაში. GA-40-ით მკურნალობა გრძელდება.
33. პაციენტი V.l.Ulyanovsk.
ჩემი ცოლი არის 56 წლის, დიაგნოზი - პლევრის მეზოთელიომა, უარი თქვა ქიმიოთერაპიაზე, მკურნალობდა GA-40-ით.
მე მოკლედ აღვწერ GA-40 გამოყენების სუბიექტურ დასკვნებს.
1. 12-14 ინექციების შემდეგ ჩემი ცოლის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა: მშრალმა ხველებამ გაქრობა დაიწყო, განწყობა გაუმჯობესდა, ძილი გახდა ნორმალური, 1 კურსის დასრულების შემდეგ გვაქვს შემდეგი შედეგი:
1. ხველა თითქმის მთლიანად გაქრა.
2. ძილი გახდა ნორმალური, ასევე დაუბრუნდა მადა.
3. კანის ფერი გახდა ნორმალური, მიიღო ჯანმრთელი ფერი.
4. ყოველდღიურად დადის 2-3 საათი და 40 წუთის შემდეგ არ იღლება, როგორც ადრე.
5. განწყობა არის უკეთესი, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად აღინიშნება დეპრესია.
6. 4 დღიანი დასვენების შემდეგ მეორე კურის დაიწყო. შესამჩნევი გაუმჯობესება იძლევა იმედს, ამიტომ მესამე კურსის უკვე შევუკვეთეთ. ჩვენ გვესმის, რომ GA-40 არის ჩვენი შანსი! ამიტომ მომავალში იმდენჯერ მივმართავთ მკურნალობას რამდენიც საჭირო იქნება.
გარწმუნებთ, რომ ჩემი (სუბიექტური) შეფასებით, ჩემი ცოლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და თანდათანობით აგრძელებს გაუმჯობესებას, ამასთან არ აღინიშნება რაიმე სახის გვერდითი მოვლენები. 2 და 3 კურსებს შორის 8 დღიანი დასვენების ბოლოს ჩვენ გავაკეთეთ ულტრასონოგრაფია. რამაც აჩვენა სითხის არსებობა მარცხენა პლევრის არეში 180 მლ-ის ოდენობით, რაც ნაკლებია წინა კველვით დაფიქსირებულ ოდენობაზე (220 მლ). აღნიშნება სტაბილურობა. არ არის გამოხატული სითხის რაოდენობის მატება -რაც გვახარებს და ადასტურებს ჩვენ იმედს GA-40-ზე.
მე-3-ე კურსის შუაში ონკოლოგებმა ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ გააკეთეს პლევრის სითხის პუნქცია და ციტოლოგია. ვერცერთმა ანალიზმა ვერ გამოავლინა მავნე უჯრედები. ამის შესახებ არსებობს ოფიციალური დასკვნა. მაშინ როდესაც ექიმები ახორცილებდნენ მანიპულაციებს და იღებდნენ ანალიზებს, მათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ ვიყენებდით GA-40. ჩემი აზრით შეცდომა გამორიცხულია.
Vladimir, Ulyanovsk.
34. პაციენტი K. K. ნიუ იორკი.
გამარჯობა! დედაჩემს დაუდგინდა კუჭის სიმსივნის მეოთხე სტადია, რომელიც ოპერაციას არ ექვემდებარებოდა. ექიმებს დახმარება არ შეეძლოთ, მათ ქიმიოთერაპიის იმედი არ ქონდათ. მათი თქმით, ჩვენს შემთხვევაში შედეგის მომცემი არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რადგან შეუძლებელია არაფერი გააკეთო და მშვიდად ელოდო დასასრულს!
დედამ ქიმიოთერაპია გადაიტანა ძალიან რთულად, მან დაკარგა მადა, მას გაუჩნდა სიძულვილი საკვების მიმართ, დეპრესია, სისუსტე, დიარეა და ორგანიზმის დეჰიდრატაცია. დედამ არ დატოვა საავადმყოფო, მთელი ეს კოშმარი გაგრძელდა დეკემბრამდე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ GA-40-ის ინექციებით მკურნალობა.
ეს სასწაულია!!! კურსის დასაწყისიდანვე დედა თავს გრძნობდა ბევრად უკეთესად, ძალებმა დაიწყეს აღდგენა, მადა აღდგა. დედა საავადმყოფოდან გაწერეს, დაიწყო მუშაობა და დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. თუმცა გააგრძელა ქიმიოთერაპია. მოიმატა 7 კილოგრამი.
მას შემდეგ ჩვენ არ შეგვიწყვეტია GA-40-ს ინექციები 8 თვის განმავლობაში და შედეგი უბრალოდ განსაცვიფრებელია: ყველაფერი გაუჩინარდა! მეტასტაზები! სიმსივნე მნიშვნელოვნად შემცირდა, შესანიშნავი ჯანმრთელობა. ექიმების თქმით ეს არის სასწაული! დიდი მადლობა ყველას ვინც არის GA-40-ის პროდუქციის უკან და პირველ რიგში, პროფესორ ალექსიძეს!
პატივისცემით,
K.K.
35. პაციენტი M.A. Yekaterinburg.
გამარჯობა ძვირფასო ექიმებო და რა თქმა უნდა წამლის გამომგონებელო. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს!!!
ჩემი ბებია იყო 79 წლის როდესაც მან დაიწყო GA-40-ის მოხმარება. ათი წლის წინ ჩემს ბებიას დაუდგინდა სარძევე ჯირკვლის კიბო, მათ მოკვეთეს ძუძუ, გაუკეთეს რადიაციული ქიმია. 10 წლის შემდეგ მეორე ძუძუში აღმოაჩნდა სიმსივნე და მეტასტაზები ღვიძლში. მან გაიკეთა ჰორმონალური თერაპიის კურსი, ძუძუს სიმსივნე გაქრა, მეტასტაზები შემცირდა 80%-ით. მაგრამ ტკივილები დარჩა. ჩემმა ბებიამ პრაქტიკულად შეწყვიტა სიარული. მან შეწყვიტა ჰორმონალური თერაპიის გამოყენება და ჩვენ მივიღეთ GA-40. მან ჩაიტარა 3 კურსი. განსხვავება იყო ნათელი. ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას არ აღენიშნებოდა ტკივილი, ბებიამ დაიწყო სიარული და ძილი, და დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. აღარ არენიშნებოდა ტკივილი სახსრების, თავის და ღვიძლის არეში. სამწუხაროდ, ჰორმონალურმა თერაპიამ რა თქმა უნდა გამორეხცა ორგანიზმი კალციუმისგან და მან დაიშავა მენჯის ძვალი და ზუსტად ერთი თვის შემდეგ ის გარდაიცვალა. ყველა ჩვენგანი ხვდება, რომ ის არ გარდაცვლილა კიბოსგან ან მეტასტაზებისგან; ეს ნიშნავს, რომ მან გადალახა ავადმყოფობა თქვენი მედიკამენტის საშუალებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი პრეპარატის შემქმნელ ექიმებს და დამფუძნებელს. თქვენ სასწაულებრივად მუშაობთ, გააგრძელეთ იგივე სულით. ჩვენ, რომ თქვენს პრეპარატზე უფრო ადრე გაგვეგო, დარწმუნებული ვარ ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა! ეს წამალი მირჩია ჩვენმა ნაცნობმა, რომელიც უკვე მეორე წელია სიცოცხლეს და იმედს აძლევს დედამისს, მაშინ როცა საავადმყოფოში რამდენიმე კვირის სიცოცხლის გარანტიას აძლევდნენ.
ძვირფასო პაციენტებო და ახლობლებო თქვენ ნამდვილად მოგეცათ შანსი!
36. პაციენტი S.K. Kazakhstan, Almaty.
ჩვენ წამალი მივეცით ჩემს ბიძას; მას კუჭის კიბოს მეოთხე სტადია ჰქონდა, სამწუხაროდ, გვიანი იყო, მან დაგვტოვა 5 დღის წინ. მე მინდა გითხრათ, რომ GA-40-ის მკურნალობის დაწყებისთანავე ბიძაჩემს დაუბრუნდა მადა, დადგა ფეხზე, განწყობა გაუმჯობესდა და იყო იმედი, რომ ის ბოლოს და ბოლოს დაამარცხებდა ავადმყოფობას. ეს არ მოხდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ წამალზე უფრო ადრე, რომ მცოდნოდა და დაავადების ადრეულ ეტაპზე დაგვეწყო მკურნალობა, ის კვლავ ჩვენთან იქნებოდა. ასე რომ, მე ვთხოვ GA-40-ის დამფუძნებლებს, რომ აქტიურად მიაწოდონ მედიკამენტი ხალხს. გმადლობთ, თქვენი ნამუშევრისთვის!
37. პაციენტი K. N. მოსკოვი.
გულწრფელად მაქვს სურვილი, რომ მადლობა გადავუხადო GA-40-ის დამფუძნებლებს! ჩემი და მოიხმარს ამ პრეპარატს 2 წელია. დიაგნოზი: ინვაზიური წილაკოვანი კიბო რადიოლოგიური პათომორფოლოგიით, მე - 4 სტადია, მეტასტაზები ძვლებში, ფილტვებში, სიმსივნური ხასიათის პათოლოგიური პროცესები თავის ტვინში (MTS R-ით). ბოლო ქიმიოთერაპია ჩატარდა 2006 წელს - პროგნოზი - 3 თვის სისცოცხლე. აბსოლუტურად შემთხვევით ნაცნობებისგან გავიგეთ GA-40-ზე. მკურნალობის შედეგად სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდა, ონკომარკერის (SA-153>30) მაჩვენებლები შემცირდა 4000-დან 2500-მდე. მდგომარეობა გახდა სტაბილური, მეტასტაზები ფილტვებში გაქრა სრულიად! როდესაც მივედი ონკოლოგთან და ვაჩვენე ჩემი და, კარგად ჩაცმული და მაკიაჟით, აქტიური, ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ ეს იყო სასწაული. მაგრამ მე არ მისაუბრია ექიმებთან GA-40-ზე, რადგან ისინი აუცილებლად შეეცდებიან ამ მედიკამენტის უგულებელყოფას და იმის დამტკიცებას რომ ის შედეგის მომცემი არ არის. კიდევ ერთხელ მადლობა GA-40-ის დამფუძნებლებს და კონსულტანტ ექიმებს.
38. პაციენტი Sabuxi, Baku.
გამარჯობა! მე პირველად ვწერ. მე GA-40 -ის ძალიან მადლიერი ვარ. ჩემს ძმას აქვს პანკრეასის კიბო. ჩვენ უკვე ჩავიტარეთ მეოთხე კურსი. ანალიზები და ტომოგრაფიის პასუხები ნორმაშია, GA-40-ის წყალობით. დიდი მადლობა ექიმ კონსულტანტს მარინა ვლადიმერის ასულ დომრაჩევას რჩევებისთვის და კონსულტაციებისთვის. დიდი მადლობა თქვენ!
39. პაციენტი N.A. Zhukovsky.
ჩემი პატივისცემა და დიდი მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მიღწევებს როგორც სიცოცხლეში ასევე სამყაროს ონკოლოგიური პრობლემებისაგან გადარჩენის პროცესის განვითარებაში, პროფესორო, გიორგი ალექსიძე. მალე ვიკეთებ ოპერაციას, რომელზეც გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი სამი წლის განმავლობაში. მთელი 2008 წელი მე მოვიხმარ GA-40-ს და მისი დახმარებით, ექიმებმა განსაზღვრეს, რომ ოპერაციას ვექვემდებარები. მე მჯერა და იმედი მაქვს წარმატების.
40. პაციენტი D. N. რუსეთი, ციმბირი.
გამარჯობათ. მე მოგითხრობთ დედაჩემის დაავადებისა (ონკოლოგიური) და მისი მკურნალობის შესახებ. ასაკი - 57 წელი. 2006 წლის ოქტომბერში დაავადება დაიწყო შემდეგი სიმპტომებით - დაღლილობა, სისუსტე, ქოშინი, ტკივილი მუცელის არეში, ზოგჯერ გულისრევა, ხშირი დიარეა, ცუდი შარდვა და წონის დაკლება 15 კგ-ით.
დიაგნოზი: В-უჯრედული ლიმფომის დიფუზური სტადია მარჯვენა საკვერცხის დაზიანებით (სიმსივნე15x10x11 სმ) და რეტროპერიტონეალური ლიმფური კვანძებით. გართულება: პლევრიტი მარჯვენა მხარეს, ასციტი(მუცლის წყალმანკი). ძვლის ტვინის პუნქციის მორფოლოგიური გამოკვლევა: ბლასტური უჯრედების 10% გავრცელება აღნიშნება (ძვლის ტვინის იმუნოჰისტოქიმია არ ჩატარებულა).
2006 წლის დეკემბერი - ჩატარდა ოპერაცია: ამოკვეთეს საშვილოსნო დანამატებით, მოხდა ბადექონის დიდი ნაწილის რეზექცია. ჯერ კიდევ ოპერაციამდე ჩვენ დავიწყეთ GA-40-ის მიღება, 2006 წლის 18 დეკემბრიდან.
ჩატარებულია ქიმიოთერაპიის 10 კურსი და GA-40-თან ერთად. პლევრიტი და ასციტი(მუცლის წყალმანკი) არ აღინიშნება. მდგომარეობა: დაუდასტურებელი რემისია. ვაგრძელებთ GA-40-ის მიღებას და Mabtera-თი თერაპიას.
ექიმების თქმით, მკურნალობას ძალიან კარგი ეფექტი აქვს. თანმდევი დაავადება - ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი. რემისია GA-40-ის ფონზე.
აქვე მოგახსნებთ, ჩემს სუბიექტურ დაკვირვებას. სუბიექტურობას კი ვუსვამ ხაზს, მარა ვეყრდნობი მკურნალობის კურსზე დაკვირვებას. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ხშირად პაციენტზე და მის ნათესავებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
1. ჩატარებული მკურნალობის მიხედვით, ვთვლი, რომ GA-40 არის ჩვენი ძირითადი პრეპარატი, ისევე როგორც Mabtera, ეს უკანასკნელი ქიმიოთერაპიის მეშვიდე კურსის შემდეგ გვირჩიეს ექიმებმა 2007 წლის ივლისში. დღემდე ჩვენ მოვაღწიეთ GA-40-ის წყალობით.
2. GA-40 ნამდვილად ამცირებს ქიმიოთერაპიის ტოქსიურ მოქმედებას. ოპერაციის შემდეგ დედაჩემი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ქალი იყო საავადმოყოფოს განყოფილებაში. მან გადაიტანა 2 ქიმიოთერაპიის უმძიმესი კურსი, შემდეგ კი დამატებით 4. ყველა ქიმიოთერაპიის კურსმა ჩაიარა ვადების მიხედვით სერიოზული გართულებების გარეშე. მე ვხედავდი, რომ სხვა პაციენტი იმავე პალატაში, რომელიც უფრო ძლიერად გამოიყურებოდა და უფრო ახალგაზრდა იყო ვიდრე დედაჩემი, აგდებდა ქიმიოთერაპიის კურსს, ან უფრო დიდხანს ელოდებოდა ინექციებს იმის გამო, რომ სისხლის მაჩვენებლები არ იყო ნორმაში.
3. არ ვიცი რამდენი ხანი ჭირდება ნაკერებს შეხორცებისათვის. ჩვენს შემთხვევაში ადგილი ქონდა დიდი და მძიმე ოპერაციას. ნაკერებმა იმაზე ადრე დაიწყეს შეხორცება ვიდრე ექიმები ელოდებოდნენ. ვადასტურებ რომ GA-40 აჩქარებს ოპერაციის შემდგომ გამონაჯმრთელების პროცესს.
4. ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე თვითონ შემიმჩნევია, თუ როგორ უმჯობესდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა GA-40-ის ერთეული ინექციების შემდგომ და საერთოდ ჯანმრთელობის ახლანდელი მდგომარეობა ვერაფრით ვერ შეედრება ერთი წლის თუ წლინახევრის წინ არსებულ მდგომარობას. დედა მუშაობს, ბევრს მოძრაობს და სუბიექტურად თავს გრძნობს ნორმალურად.
რატომ გავაკეთე ჩანაწერი სტუმრის წიგნაკში? ყველა ჩვენგანი, ნათესავები, ან ისინი ვინც გადის მკურნალობას, ალბათ, დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ დაავადება ბოლომდე დავამარცხეთ. და რა თქმა უნდა არ გვაქვს სურვილი, აღნიშნულზე კიდევ ერთხელ ვწეროთ. მაგრამ მახსოვს ჩემი თავი, როდესაც გავიგეთ ონკოლოგიური პრობლემის შესახებ. ეს იყო შოკი. მოხარული ვარ, რომ ინტერნეტში ვიპოვე GA-40. ძნელი იყო გადაწყვიტილების მიღება მკურნალობაზე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. სტუმართა წიგნი ძალიან დაგვეხმარა.
მახსოვს ჩვენი დაუდევრობა. ჩვენ შეიძლება ადრე მიგვეღო გადაწყვეტილება. სხვა თუ არაფერი GA-40-ის ანოტაციაში მითითებულია რომ ამ პრეპარატის გამოყენება პროფილაქტიკური მიზნებისათვისაც შეიძლება. ახლა, ერთი წლის შემდეგ მე შემიძლია გითხრათ, - რომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ GA-40-ის მიღებას, მით უკეთესი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავაგვიანეთ.
გვერდითი ჩვენებების არ ქონდა GA-40-ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურაბ გოგიტიძეს, ALEXIS საკონსულტაციო ცენტრის მთავარ ექიმს. მასთან საუბრის შემდეგ, მას მერე რაც ავუხსენი ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გამოგვეყენებინა მედიკამენტი GA-40 მკურნალობისათვის. იგი ამ დრომდე წარმართავს მკურნალობის პროცესს. მძიმე სიტუაციაში ვიყავით, GA-40-ით მკურნალობის დაწყებიდან (ძალიან ძნელი იყო ჩვენი ექიმების დარწმუნება), დიაგნოზის დადგენიდან, მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრიდან (ჩვენს შეკითხვებს ბევრი ექიმი არ პასუხობდა), ავადმყოფობის, ქიმიოთერაპიის დროს, პარალელურად ყველა კითხვაზე დისტანციურად კონსულტაციას გავდიოდით ბატონ ზურაბთან. ზოგიერთი კითხვებზე პასუხი მხოლოდ მან გაგვცა. გარდა სამედიცინო რეკომენდაციებისა, მე ყოველთვის ვგრძნობდი მის, როგორც ადამიანის მხარდაჭერას.
მადლობას ვუხდი გიორგი ალექსიძეს მისი თვალსაჩინო მედიკამენტის GA-40-ის გამო. მუდმივად მკურნალობის პროცესში, ვიცოდით, რომ იმ მკურნალობის კურსის გარდა რომელიც ტარდებოდა, ჩვენ გვქონდა GA-40 - ჩვენი პატარა მეგობარი და მხსნელი.
მე დაბადების დღე მაქვს 27 დეკემბერს. ცოტათი ემოციური ვარ. მაგრამ ამის მიზეზი მაქვს. დღეს ჩვენ დავასრულეთ მკურნალობა ონკოლოგიური კლინიკაში. ყველაფერი კარგად არის, მადლობა ღმერთს!
მადლობა საქართველოს შვილებო!
თუ გაქვთ ეჭვი, ონკოლოგიური პრობლემასთან დაკავშირებით, მე მინდა გითხრათ, - დაურეკეთ ექიმი კონსულტანტებს და აუხსენით სიტუაცია. გადაწყვეტილება თქვენზეა, მაგრამ დრო არ დაკარგოთ.
41. პაციენტი Y.L. ბელგოროდი.
გამარჯობა, მე მინდა დავწერო დედაჩემზე (დიაგნოზი: კუჭის კიბოს მეოთხე სტადია მეტასტაზებით), ჩაიტარა ქიმიოთერაპიის და GA-40-ის 3 კურსი. ქიმიოთერაპიის მესამე კურსის ჩატარებამდე დედას გაუკეთდა გამოკვლევები, სისხლის მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლეშ, ხოლო მუცლის ღრუში სითხე აღარ აღინიშნებოდა. ახალი მეტასტაზები არ აღინიშნებოდა და თუ არსებობდა არ განუცდიათ არანაირი პროგრესი. რა თქმა უნდა ყველაზე სასიხარულო იყო ის, რომ არ მოხდა კუჭის დაშლა. გარდა ამისა, ანგარიშებში წავიკითხე, რომ დაღლილობა ქრება - ეს სინამდვილეა. დედას შემთხვევაში მადა აღდგა, მუცლის ტკივილი შემცირდა, წამლის ეფექტი ჩანს და ძალიან ბედნიერი ვარ.
42. პაციენტი A. K. Alma-Ata, Kazakhstan.
დედაჩემს (64 წლის)- 2006 წლის სექტემბერში დაუდგინეს მკერდის კიბო, 3B სტადია, დაფიქსირდა მკერდის სიწითლე. დაიწყო ქიმიოთერაპია. ამავე დროს გაუკეთეს GA-40-ის ინექციები. პირველი თერაპია კარგად იყო გადატანილი, მეორეს შემდეგ კი, ჩვენ უარი ვთქვით ქიმიოთერაპიის შემდეგ კურსებზე. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გააგრძელა GA-40-ით მკურნალობა. ჯამში ჩაიტარა 7 კურსი. 2007 წლის მაისში ჩატარებული ულტრასონოგრაფიით, სიმსივნე აღარ დაფიქსირებულა. აღნიშნულის გამო ექიმები გაკვირვებულები არიან. ახლა ჩვენ ვიტარებთ პრევენციულ კურსებს ( წელიწადში 4 კურსი) და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა GA-40-ის ყველა დამფუძნებელს და რა თქმა უნდა ბატონ ზურაბს. თქვენ ადამიანებს იმედს აძლევთ. ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ!
გულწრფელად თქვენი
ალექსეი.
43. პაციენტი S. A. Russia.
დედაჩემს ( 71 წლის) ცხრა წლის წინ მათ მოკვეთეს მკერდის კიბო, თითქმის ერთი წლის წინ (2006, ივლისი) იპოვეს მეტასტაზები ორივე ფილტვში და შუასაყარში, ხმა დაკარგული ქონდა, მდგომარეობა იყო მძიმე: ქოშინი, ხველა. აგვისტოში დაიწყო GA-40-ის მოხმარება, ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თავისით დადის, დიასახლისობს, ხმა არ აღდგა, ხველა შემცირდა, ქოშინი აღინიშნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა იცვლება უარესიდან უკეთეობისაკენ GA-40-ით მკურნალობის 10 თვის განმავლობაში. ჩვენ საუკეთესოს იმედი გვაქვს და გავაგრძელებთ GA-40-ით მკურნალობას.
44. პაციენტი A.Y. Ryazan.
გამარჯობა! ჩემ ცოლს ჰქონდა საშვილოსნოს ყელის კიბო. 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მათ გაუკეთეს რადიაციული თერაპია, მაგრამ დეკემბერში მას ჰქონდა სიცხე და მთელი თვე უბნის ექიმები მკურნალობდნენ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასა და გრიპზე, იყო გართულებები თირკმლებში. თირკმლების მკურნალობის შემდეგ (მათ დაუდგინეს ნეფროსტომა) დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მოთავსებული იყო ონკოლოგიურ დისპანსერში. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეტასტაზები გავრცელდა ფილტვებში. 7 მარტს ექიმებმა თქვეს, რომ ტრადიციული მეთოდებით მკურნალობა უკვე უაზრო იყო. მაშინ მე მივიღე პრეპარატი GA-40. გუშინ, მე მას გავუკეთე ოცდამეერთე ინექცია, მაგრამ სამწუხაროდ, მისმა გულმა ვერ გაუძლო და 29.03.07 21.10-ზე ის გარდაიცვალა. თუ არა თქვენი წამალი, ის, ალბათ უფრო ადრე მოკვდებოდა, რადგან კურსის დაწყებისთანავე ტემპერატურა დაუსტაბილურდა. წნევის და სისხლის ანალიზები გაუმჯობესდა. მე ძალიან მჯეროდა თქვენი წამლის, მაგრამ მისმა გულმა ვეღარ გაუძლო, რადგან ძლიერ იყო დასუსტებული ხანგრძლივი მკურნალობის გამო. მადლობა, რომ თქვენ ხალხს ეხმარებით და იმედს აძლევთ, ძვირფასებო, იბრძოლეთ ბოლომდე, გამოიყენეთ ყველა შანსი და იმედს ნუ დაკარგავთ.
45. პაციენტი T. G. Belarus.
გისურვებთ კარგ დღეს! მე მინდა, გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები (მე ექიმი ვარ, მაგრამ არა ონკოლოგისტი) კუჭის კიბოს მეოთხე სტადიაზე. მუცლის ღრუს კარცინომატოზი, მეტასტაზები მარცხნივ, ასციტი(მუცლის წყალმანკი) (15 l), ქალი არის 65 წლის. შედეგებმა ჩვენი ონკოლოგისტები გააკვირვა, ბოლოს და ბოლოს მას საერთოდ უარი ჰქონდა ნათქვანი ნებისმიერი სახის მკურნალობაზე. თუმცა პირველი კურსის შემდეგ, სითხე აღარ შეგროვდა, კანის ზედაპირმა აღიდგინა ვარდისფერი შეფერილობა. ახლა ის იღებს მეორე კურს და ჩვენ საუკეთესოს იმედი გვაქვს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი მესიჯი ვინმეს დაეხმარება და თქვენს სულებში იმედს დასთესს. გისურვებთ ყველას წარმატებას და აბსოლუტური გამოჯანმრთელებას.
გულწრფელად თქვენი
ტატიანა ვლადიმიროვნა!
46. პაციენტი O. D. მოსკოვი.
დეკემბრის ბოლოს ანაფხეკის საფუძველზე დამიდგინდა საშვილოსნოს დისპლაზია, მესამე სტადია, კიბოში გადაზრდის საფრთხით. იანვარში განმეორებული ანაფხეკმა დიაგნოზი დაადასტურა. ანაფხეკები გადამოწმებული იქნა ბაუმანის ონკოლოგიურ დისპანსერში. შემოთავაზებული იქნა ოპერაცია, საშვილოსნოს ყელის მოკვეთა. ონკოლოგმა მირჩია ჩამეტარებინა ანთებისაწინააღმდეგო მკურნალობა ქირურგიულ ჩარევამდე. მკურნალობა დავიწყე ჰომეოპათიური მედიკამენტებით. მკურნალობის 3 კვირის შემდეგ, ანთებითი პროცესი ჩახშობილი იქნა, შემოწმების შემდეგ საშვილოსნოს ყელის საზღვარზე არხთან კარგად გამოკვეთილი იოდო უარყოფითი ზონა იქნა აღმოჩენილი. აღნიშნული ზონიდან სა საშვილოსნოს ყელიდან აღებული იქნა ანაფხეკები. რომლებიც შემოწმებული იქნა ბაუმანის ონკოლოგიურ დისპანსერში. დადგინდა: საშვილოსნოს ყელზე - დისპლაზია, მესამე სტადია. ხოლო იოდო ნეგატიურ ზონაში „მინიმუმ: cancer incito”. რეკომენდირებული იქნა ოპერაციისათვის მზადება, იმუნიტეტის მასტიმულირებელი მედიკამენტების კურსის ჩატარება, საშვილოსნოს ყელის ბიოფსია და დიაგნოსტირებისათვის საშვილოსნოს ყელის არხის ანაფხეკის გაკეთება. იმუნისტიმულატორად ავირჩიე GA-40. მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ ჩავაბარე სისხლი ონკომარკერებზე. შედეგი იყო 1.7 მაშინ როდესაც ნორმა არის 1.5. 12 დღის შემდე (ნახევარი კურსი) გამიკეთდა იოდო ნეგატიური ზონის და არხის ბიოფსია. შედეგი ორივეგან იყო საშვილოსნოს ყელის დისპლაზია - მეორე სტადია. ამჟამად ექიმი მირჩევს გავაგრძელო მკურნალობა იმუნიტეტის მასტიმულირებელი მედიკამენტებით და თავი შევიკავო ოპერაციისაგან. დიაგნოზი: სიმსივნე და მისი წინაპირობა აღმოფხვრილია. ვაპირებ GA-40-ით მკურნალობის გაგრძელებას. მადლობა მინდა გადავუხადო მედიკამენტის შემქმნელს და კონსულტანტ ექიმებს.
ოლგა დროზდოვა, 44 წელი.
47. პაციენტი Y.G. ნოვოსიბისრსკი.
თოთხმეტი თვე საკვერცხის კიბოს (მე-3-ე სტადი) ოპერაციიდან, ასციტი (მუცლის წყალმანკი), 12-ჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია. პაციენტის ასაკი 45 წელი. მკურნალობის მეათე თვეს იყო რეციდივი - ახალი სიმსივნე. ქიმიოთერაპიასთან ერთად დავიწყეთ GA-40-ის მოხმარება. გუშინ ჩემმა ცოლმა გაიარა დაგეგმილი შემოწმება კლინიკაში, წარმოგიდგენთ შედეგებს:
1. რეციდიული სიმსივნე მთლიანად გაქრა და გადაიქცა ბარდის ზომის მყარ შრამად. მეორადი მკურნალობის დასაწყისში ის იყო 4სმ.
2. ონკომარკერს CA 125 ჰქონდა შემდეგი დინამიკები: (დაავადების განმეორებიდან)
პირველი თვე - 35
მეორე თვე - 23
მესამე თვე - 15
მეოთხე თვე - 13
3. ჩატარებული იქნა მეოთხე ქიმიოთერაპია Taksoter + Platidiam-ით და პარალელულად GA-40-ის სამი კურსი 7 დღიანი შუალედებით კურსებს შორის ( პაციენტის წონა-60კგ).
4. ონკოს აქტიურობის სხვა გამოვლინებები არ არის. ქიმიოთერაპიისადმი მდგრადობა არ აღინიშნება მიუხედავად იმისა, რომ 14 თვის განმავლობაში ჩატარებული იქნა ქიმიოთერაპიის 12 კურსი ერთი და იმავე მედიკამენტებით.
5. თუ პირველი ქიმიოთერაპიის დროს აღინიშნა სრული თმისცვენა. GA-40-ის გამოყენების შემდეგ მხოლოდ ნაწილობრივი თმისცვენა შეიმჩნევა, 20-30 პროცენტი. თმამ ნელა დაიწყო ზრდა. ქიმიოთერაპიის შემდეგ მძიმე ტოქსიკოზი გადის 2-3 დღეში, მაშინ როდესაც GA-40--ის გამოყენების დაწყებამდე 10 დღე გრძელდებოდა.
ეხლა დაიწყო ქიმიოთერაპიის შემდეგი კურსი და დაგეგმა GA-40-ისგან შესვენება 7 დღის განმავლობაში. შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ GA-40-ის მეოთხე კურს. კონსულტაციისას, რომლის დროსაც მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება, შეცბუნებულნი დარჩნენ სიმსივნის მდგომარეობით და მკურნალობის შედეგით: ამბობენ, რომ რეციდივის დროს მსგავში შედეგი იშვიათად მიიღწევა. მკურნალობის გეგმა შემდეგია: ერთ თვეში მეექვსე ქიმიოთერაპია, პრეპარატის შემცირებული დოზა იმ შემთხვევაში თუ პროცესის სტაბილიზირება მოხდა, 3 თვით გაიზრდება შესვენების პერიოდი ქიმიოთერაპიის კურსებს შორის, 4 კვირის ნაცვლად. პაციენტი უძღვება ჩვეულებრივ ცხოვრებას. ქიმიოთერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ GA-40-ს, ნათელია, რომ რემისიის მიღწევა მოხდა ამ პრეპარატის საშუალებით. მადლობა ამ წამლის ავტორს!
48. პაციენტი O.D.Yekaterinburg.
2009 წლის აპრილში დედაჩემს დაუდგინეს მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი (ადენოკარცინომა), მეოთხე სტადია, მეტასტაზებით ღვიძლში და ფილტვებში. ჩვენ უარი ვთქვით ოპერაციაზე (2009 წლის ივნისში სასწრაფო წესით იყო დანიშნული კოლოსტომია). ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა PTCs 15 კურსი. მთელი ამ დროის განმავლობაში უტადებოდა Immucor-ის კურსები (12-13-ჯერ) თქვენი პრეპარატი გვეხმარება TC-გან წარმოშობილი ინტოქსიკაციის მოშორებაში.
49. პაციენტი S. A. თბილისი.
დედა არის 85 წლის. ადენოკარცინომა სწორ ნაწლავზე. წამალს ვიყენებთ 5 წელია. მაშინაც კი, როცა მას არარეგულარულად ვიყენებდით, ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: ჭამის მადა დაუბრუნდა, ორგანიზმი გახადა მდგრადი ინფექციებისადმი, ზოგადი ტონუსი გაიზარდა, შემცირდა დისკომფორტი სწორ ნაწლავში.
50. პაციენტი K. P. თბილისი.
პოლინეიროპათია, გამოიწვია ქიმიო და რადიაცულმა თერაპიებმა. მე-15-ე ინექციის შემდეგ აღინიშნა ტერფების რეფლექსები. გაუმჯობესდა ტრაქეის გრანულაციური ქსოვილების მდგომარეობა. იმუნიტეტის ნაწილობრივი გაუმჯობესება. მეექვსე კურსის შემდეგ აღინიშნა დადებითი დინამიკა შუასაყრის ლიმფური კვანძების ზომის შემცირების მხრივ.
51. პაციენტი K. M. ნოვოსიბირსკი
დიაგნოზი: ცე ჰეპატიტი. მე დავასრულე 2 კურსი. დაავადების დიაგნოზირების მომენტიდან პირველად, ალანინამინოტრანსფერაზას ბიოქიმიური ინდიკატორები და ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა გახდა ნორმალური. მანამდე, ნორმა ყოველთვის იყო 3-4 ჯერ მაღალი იმისდა მიუხედავად, რომ ღვიძლს ყოველთვის ვეხმარებოდი სხვადასხვა წამლებით. დაღლილობა გაქრა. საერთოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
52. სრეცკო ჯურდანა . ზაგრები, ხორვატია.
ძვირფასო ბატონო ალექსიძე,
ჩემი სახელია სრეცკო ჯურდანა, მე ხორვატიიდან ვარ, ზაგრებიდან.
თერაპია მჭირდება, რადგან მაქვს მსხვილი ნაწლავის კიბო მეტასტაზებით. მე გავიგე, GA-40-ზე, რომელსაც ბევრი ზაგრებში იღებს წარმატებულად - შეიძლება აკეთებდეს საქმეს.
შეგიძლიათ უზრუნველყოთ ეს თერაპია? მე ძალიან მჭირდება ის და ძალიან მადლობელი ვიქნები თქვენი დახმარებით.
ბევრი მოლოცვით,
სრეცკო ჯურდანა.
53. ანდრიკ სავიაკი, უკრაინი ლვოვი.
გამარჯობა, გთხოვთ, დამეხმაროთ. მე მინდა შევუკვეთო Ga-40. ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით ამ მედიკამენტზე. შესაძლებელია მეილის მეშვეობით შეკვეთა? ერთი ყუთი რა ღირს? ჩვენ გვჭირდება 5 ყუთი. მე ვცხოვრობ უკრაინაში ლვოვში. მადლობა თქვენ პასუხისთვის.
პატივისცემით.
ანდრეი.
54. ვირნა კნეზი, ხორვატია.
ბატონო ექიმო ალექსიძე!
მე თქვენ გწერთ რადგან მჭირდება დახმარება და რჩევა.
ჩემი სახელია ვირნა და ხორვატიიდან ვარ. დედაჩემი, არის 60 წლის, აქვს მეტასტაზები პლევრაში. 10 წლის წინ მან მკერდის კიბოს ოპერაცია გაიკეთა.
მე ვიპოვე ბევრი მოწმე, რომლებიც განიკურნენ თქვენი წამლით, GA-40-ით. მე ვერ ვნახე თუ სად შეიძლება, რომ ვიყიდო ეს წამალი, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მეთხოვა დახმარება. გთხოვთ მითხარით, თუ შეგვიძლია ვიყიდოთ GA-40 რეცეპტის გარეშე? და თუ შეგვიძლია სად და როგორ შეგვიძლია მათი მიღება?
სიტუაცია ძალიან სერიოზულია და ეს არის საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ გთხოვთ მომეცით ინსტრუქციები და თქვენი რჩევები, რა თქმა უნდა თუ გაქვთ, რაც შეიძლება მალე.
წინასწარ მადლობა,
ვირნა კნეზი, ხორვატია.
55. პეტრა, ზაგრები, ხორვატია.
ძვირფასო ბატონო ალექსიძე
ჩემი სახელია პეტრა, და მე გწერთ ხორავატიიდან ზაგრებიდან.
მამაჩემს დაუდგინეს პროსტატის კიბო წლინახევრის წინ. ეხლა ის 71 წლისაა. როგორც ოჯახი, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ქიმიოთერაპიის, და ამიტომ ჩვენ ვეძებდით წამალს, რომელიც იქნებოდა ძლიერი, მაგრამ არა ისეთი ტოკსიკური როგორც ქიმიოთერაპიული წამლებია. ასე გავიგეთ GA-40-ზე.
მედიკამენტი მოგვცა ჩვენმა მეგობარმა. მამამ ჩაიტარა ერთი მკურნალობის კურსი (21 ინექცია), და შედეგები იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი, ისევე, როგორც ოფიციალური სამედიცინო დასკვნები. მიზეზი იმისა, თუ რატო გწერთ ერთგვარი თხოვნაა, რომ გავიგო როგორ ვიყიდო GA-40-ის კიდევ ოთხი კოლოფი.
ასევე არის ბმული ვებზე შეთავაზებით, მედიკამენტზე, მაგრამ თანხა, რომელსაც ისინი მოითხოვენ არის 10-ჯერ ძვირი იმ ფასთან შედარებით რაც ჩვენ გადავიხადეთ ბოლო ყიდვისას..
პატივისცემით,
პეტრა ზაგრებიდან.
56. პაციენტი: თბილისი, საქართველო.
გ. მაგალობლიშვული. mgaloblishvili75@gmail.com
ციტოლოგიური გამოკლვლევა: კანის ლიმფოციტომა (შპიგლერ ფედტის სარკოიდი) გიგზავნით ჩემ ანალიზებს, რომლის საფუძველზეც დამინიშნეს ქიმიოთერაპია, მაგრამ არგავიკეთე. ექიმების აზრით ქიმიოთერაპიის გარეშე სიცოცხლის შანსი არ მქონდა. მათი პროგნოზით ეხლა ძალიან ცუდად უნდა ვიყო. გა-40-ის გაკეთება, რომ დავიწყე ყოველდღიურად ვატყობდი შედეგს. თავს ჩვეულებრივ ვგრძნობ, არაფერი მაწუხებს. სიმსივნემაც დამიკლო, ფერიც შეიცვალა, სილურჯეც გადამივიდა. პატივისცემით, გიორგი მგალობლიშვილი