top of page

ჩვენ გვჯერა, რომ ინოვაციური სამკურნალო საშუალებების შექმნა აუცილებელი პირობაა
თანამედროვე მედიცინის მრავალი სერიოზული პრობლემების გადაწყვეტისათვის.

ჩვენი კომპანიის მეცნიერები იკვლევენ  ბუნებრივი წარმოშობის  ინოვაციური ჰოლისტიკური სამკურნალო პრეპარატების აღმოჩენისა და განვითარების გზებს, მათი კლინიკურ მედიცინაში სამკურნალო საშუალებებად დანერგვის მიზნით. 

ჩვენი კომპანია

our-company_2.jpg

​ჩვენი კომპანიის საქმიანობის მიზანია, შევქმნათ ინოვაციური ჰოლისტიკური სამკურნალო პრეპარატები. 

ჩვენი ინოვაციები

our-innovation_3.jpg

კომპანია ალექსისმა პირველმა გამოიყენა მცენარეული წარმოშობის პოლიპეპტიდები და პეპტიდები, როგორც ჰოლისტიკური სამკურნალო პრეპარატები.

მათ  მსოფლიოში ანალოგები არ გააჩნიათ

ჩვენი საზრუნავი

our-caring_3.jpg

ჩვენი საზრუნავი ყოველთვის ერთია:  დავაკმაყოფილოთ პაციენტების, ექიმების და ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნილებები.

 

 

ჩვენი ხედვა

კომპანია "ალექსის" სტრატეგიას წარმოადგენს ინოვაციური, უსაფრთხო და მაღალ ეფექტურობის ჰოლისტიკური სამკურნალო საშუალებების შექმნა და დანერგვა კლინიკურ მედიცინაში. 

როგორც ცნობილია, მკურნალობის ჰოლისტიკური  კონცეფცია და ჰოლისტიკური პრეპარატები და მეთოდები, განსხვავებით ტრადიციული მედიცინის მკურნალობის ლოკალისტური  კონცეფციისაგან,  მკურნალობს არა მხოლოდ დაავადების სიმპტომებს, არამედ დაავადების გამომწვევ პირველად მიზეზებს და თვით დაავადებას.

თანამედროვე ტრადიციული მედიცინის სადიაგნოსტიკო საშუალებები, სამკურნალო ქიმიო პრეპარატები და სამკურნალო მეთოდები ვერ აკმაყოფილებენ პაციენტების უსაფრთხო და მაღალეფექტურ მკურნალობას. 21-ე საუკუნეში მედიცინის სფეროში ასეთმა  მდგომარეობამ, განაპირობა ახალი ინოვაციური სამკურნალო პრეპარატებისა და მკურნალობის მეთოდების შემუშავების საჭიროება.

 

სწორედ ამ მიზნით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში,  სწრაფი ტემპებით ვითარდება ახალი - ბიოლოგიური მკურნალობის ერა, რომელიც გულისხმობს  ორგანიზმის ენდოგენური (თავისივე) დავდაცვითი სისტემების აღმდგენელი, უსაფრთხო და მაღალი ეფექტურობის, ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდებისა და პრეპარატების შემუავება-გამოყენებას. ჰოლისტიკური   მკურნალობის კონცეფცია, ორგანიზმს განიხილავს მთლიანობაში, ითვალისწინებს ყოველი პაციენტის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას, ტრადიციული და არატრადიციული მედიცინის მკურნალობის მეთოდების და სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას კომბინაციაში. როგორც უახლესი კვლევის შედეგები მიუთითებს სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს  ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების ბლოკირებას,  დარღვეული სტრუქტურულ-ფუნქციონალური წონასწორობის აღდგენას, და პარალელურად, ძირითად დაავადებაზე, მაგალითად სიმსივნურ წარმონაქმნზე, უშუალო ზემოქმედებას ფრთხილი და კარგად გათვლილი ტრადიციული მეთოდებით (ქირურგიული ჩარევა, ქიმიო-სხივური და ჰორმონო თერაპიები).

 

დღემდე ლოკალისტური კონცეფციის მიმდევრებისათვის მისაღებია მხოლოდ ტრადიციული მედიცინის მკურნალობის მეთოდები, ხოლო ჰოლისტიკური კონცეფციის მიმდევრები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ინდივიდუალურ მიდგომას,  არატრადიციული მედიცინის მკურნალობის მეთოდების და პარალელურად ფრთხილი, დამზოგავი ტრადიციული მედიცინის მეთოდების გამოყენებას. შესაბამისად მკურნალობის ჰოლისტიკური კონცეფცია აღიარებს, რომ ამ ორი ბანაკის, ტრადიციული და არატრადიციული მედიცინის მიმდევრები  ტყუილუბრალოდ არიან დაკავებულნი სასტიკი პაექრობით.

ილი

ბოლო პერიოდში უამრავი სამეცნიერო გამოკვლევების მასალები იქნა  დაგროვილი ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდებისა და სამკურნალო პრეპარატების სტანდარტულ მეთოდებთან კომპლექსში გამოყენების უპირატესობის შესახებ. იხსნება მრავალი ჰოლისტიკური კლინიკები, სადაც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტთა მკურნალობა. ამ კლინიკების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით განკურნების ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლები ფიქსირდება (85%).

 

ჩვენი კომპანიის მიერ დასახული მიზნებიდან გამომდინარე (ჰოლისტიკური,  უსაფრთხო და მაღალ ეფექტური ინოვაციური სამკურნალო საშუალებების შექმნა), კომპანიაში კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს ძირითადად შემდეგი მიმართულებით:  სამკურნალო მცენარეებიდან სხვადასხვა  ინფორმაციის მატარებელი ბიოლოგიურად აქტიური  ბუნებრივი პეპტიდების იდენტიფიცირება,  მათგან შერჩევითად სხვადასხვა ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე  პეპტიდური  კომპლექსების შექმნა და კლინიკურ მედიცინაში  ჰოლისტიკურ სამკურნალო საშუალებებად დანერგვა.

 

პირველად ჩვენს კომპანიაში, პროფ. გიორგის ალექსიძის ავტორობით და ხელმძღვანელობით, ჩაეყარა საფუძველი ამ მიმართულების განვითარებას. მის პერსპექტიულობაზე მიუთითებდა  ჯერ კიდევ 90 წლებში  დაწყებული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შედეგები. ამ კვლევის შედეგებმა გამოავლინეს, რომ  მცენარეები, ისევე როგორც ცხოველური და ადამიანის ორგანიზმები, შეიცავენ  სპეციფიკური ინფორმაციის მატარებელ ბიოლოგიურად აქტიურ  პოლიპეპტიდებს და  პეპტიდებს. ასევე გამოვლენილი იქნა, რომ მცენარეული პეპტიდები, ისევე როგორც ცხოველური პეპტიდები, არიან  მსგავსი ინფორმაციის  მატარებლები, გააჩნიათ მსგავსი ფიზიოლოგიური აქტივობა და მოქმედების მექანიზმები ადამიანის ორგანიზმის სამიზნე  უჯრედების მიმართ. 

 

ადამიანისა და ცხოველური პეპტიდების ოჯახში გაერთიანებულია ინფორმაციის მატარებელი ბიოლოგიურად აქტიური ისეთი პეპტიდები, როგორიცაა სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი, ინტერფერონები, ინტერლეიკინები, ზრდის ფაქტორები, ციტოკინები,  ქემოკინები, პეპტიდური ჰორმონები, ანტიმიკრობული, იმუნოდეპრესანტები, იმუნოსტიმულატორები, იმუნოკორექტორები და ასევე სხვა პეპტიდები, რომლებიც წარმოადგენენ წინამორბედი ცილების ფრაგმენტებს. პეპტიდები, ისევე როგორც ცილები, შედგებიან ამინომჟავებისაგან. ცილებისაგან განსხვავებით პეპტიდებს გააჩნიათ მცირე ზომები და შედგებიან 2-40   ამინომჟავისაგან. ისინი მცირე ზომის გამო ადვილად შეიწოვება და ტრანსპორტირდება ორგანიზმის ქსოვილებში საჭირო ინფორმაციით და საჭირო ადგილას, სადაც  ურთიერთქმედებენ სამიზნე უჯრედების მემბრანულ რეცეპტორებთან (გლიკოპროტეინები, გლიკოლიპიდები, ლექტინები) და გასდაცემენ უჯრედებს იმ ინფორმაციას, რომელიც მათში ჩაწერილია ამინოჟავების გარკვეული თანმიმდევრობის, კოდის სახით. პეპტიდებსა და უჯრედის ზედაპირზე განლაგებულ მემბრანულ რეცეპტორებს შორის ურთიერთქმედებას საფუძვლად უდევს სპეციფიკური ლიგანდ-რეცეპტორული ურთიერთქმედება, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნე უჯრედებში პეპტიდებით მიტანილი საჭირო ინფორმაციის გადაცემას და რეგულატორულ მოქმედებას  უჯრედების ცხოველმოქმედებაზე, ძალიან მცირე (მიკრო, ნანო და პიკო) კონცენტრაციის ფარგლებში.


რეგულატორი  პეპტიდები აკონტროლებენ  უჯრედში მეტაბოლურ პროცესებს, იცავენ მას ტოქსინების ზემოქმედებისგან, გამოყავთ  დაშლილი პროდუქტები, ხელს უწყობენ ორგანოების საკვები ნივთიერებებით მომარაგებას, ახდენენ მათი ფუნქციონირების ნორმალიზაციას და დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, აღადგენენ შიდა ორგანოების  დარღვეულ სტრუქტურას და ფუნქციებს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის საკუთარი დამცავი ძალების მობილიზაციას და შესაბამისად დაცვას  სხვადასხვა დაავადებებისგან, აღადგენენ ენერგიას და საციცოცხლო ძალებს, აუმჯობესებენ გუნება განწყობილებას, აახალგაზრდავებენ და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს. თუმცა ასაკთან  და სხვადასხვა პათოლოგიასთან ერთად წარმოიშობა რეგულატორი პეპტიდების დეფიციტი ორგანიზმში, რაც იწვევს რიგი დაავადებების გაჩენას და სხეულის ნაადრევ დაბერებას.

 

ჩვენი კომპანიის კვლევითი სამუშაოები ფოკუსირებულია სწორედ მსგავსი რეგულატორი მხოლოდ მცენარეული პოლიპეპტიდებისა და პეპტიდების იდენტიფიკაციაზე და მათგან ფართო ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე ჰოლისტიკური სამკურნალო საშუალებების  შექმნაზე.  მათ შემადგენლობაში  შედის კიბოს უჯრედების დამშლელი პეპტიდები,  იმუნომოდულატორი, ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორი, ანტიოქსიდანტი, ანტიანგიოგენური, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამომდევნი და სხვა ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე რეგულატორი პეპტიდები.

კომპანიის მკვლევარების მიერ რეგულატორი პეპტიდებისაგან შექმნილი სამკურნალო პრეპარატები მოქმედებენ ძალიან მცირე (მიკრო, ნანო და პიკო) კონცენტრაციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევენ სამიზნე  უჯრედების სწორი ფუნქციების - აღდგენის, შენარჩუნების და დაცვის პროცესებს, ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ენდოგენური პროცესების ჩართვას, რაც განსაზღვრავს მათ უვნებელ მოქმედებას და  მაღალ სამკურნალო ეფექტურობას არა მხოლოდ დაავადებულ სამიზნე ორგანოებზე, არამედ ორგანიზმში დარღვეული წონასწორობის აღდგენის პროცესებზე.

 

შესაბამისად, ჩვენს 100% -ით ბუნებრივ და სრულიად უსაფრთხო ჰოლისტიკურ პრეპარატებს გააჩნიათ სამკურნალო თვისებების უნიკალური მრავალფეროვნება. ამაზე მეტყველებს მათი უსაფრთხოების შესწავლა, წინა კლინიკური და კლინიკური გამოცდები სხვადასხვა მძიმე დაავადებებზე, რომლის შედეგებმა გამოავლინეს, რომ  ისინი პრაქტიკულად აბსოლუტურად  უვნებელნი არიან ორგანიზმისათვის და  გააჩნიათ მაღალი თერაპიული ეფექტურობა ონკოლოგიურ, ინფექციურ-ანთებით, აუტოიმუნურ და 50-ზე მეტ სხვა იმ დაავადებებზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ორგანიზმის იმუნურ პასუხზე და ექვემდებარებიან იმუნოთერაპიას. აღსანიშნავია ასევე, რომ ჩვენს მიერ შექმნილ ჰოლისტიკურ პრეპარატებს გააჩნიათ უჯრედების, ორგანოების დაცვის, კომპენსაციის და რეგენერაციის, ენერგიის და სასიცოცხლო ძალების აღდგენის, გაახალგაზრდავების და სიცოცხლის გახანგრძლივების უნარი.

ჩვენ გვჯერა, რომ ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური აქტივობის მქონე პეპტიდებისგან შექმნილი  ჰოლისტიკური სამკურნალო პრეპარატები უკეთეს გახდიან და გაახანგრძლივებენ ადამიანების სიცოცხლეს და უახლოეს მომავალში შეძლებენ ჩაანაცვლონ არსებული ტოქსიკური და ნაკლებად ეფექტური  ქიმიოპრეპარატები. 

 

bottom of page